სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
14 მარტს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მსხვილი ტერორისტული აქტი მოაწყვეს, რომელსაც 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი კი დაშავდა – ტერორისტებმა ქალაქის უმსხვილესი კინოთეატრი ააფეთქეს, სადაც ფილმის პრემიერა იმართებოდა და დარბაზი ხალხით იყო სავსე.
15 მარტს ესპანეთის დიქტატორ ფრანკოს შავრაზმელები ქალაქ ბარსელონის პორტში გაჩერებულ გემ „კატალონიაში” შეცვივდნენ და ეკიპაჟს ავტომატური იარაღებიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 4 კი დაიჭრა. „კატალონიის” ეკიპაჟი კომუნისტებისგან შედგებოდა და ფრანკოს მომხრეებმა ისინი იმიტომ დახოცეს.
16 მარტს, მოსკოვში, 44 წლის იური ლოჟკინი დახვრიტეს, რომელიც პროფესიით სანიტარული ექიმი იყო და მოსკოვის წყალსაცავში მუშაობდა. ერთ-ერთი მორიგეობისას მან ონკანის წყლის რეზერვუარში შხამი შეურია, რასაც 57 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
60 წლის წინათ – 1951 წელი
16 მარტს, კანადის ქალაქ ტორონტოში, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე 43 წლის კლაუს შნაიდერი აიპარა, რომელსაც თან ტყვიამფრქვევი და ხელყუმბარები ჰქონდა. მან ჯერ ხუთი ცალი ხელყუმბარა გადაყარა ქუჩაში, შემდეგ კი ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გახსნა, ბოლოს კი სახურავიდან გადმოხტა და დაიღუპა. შნაიდერი „ესესელი” იყო და მისმა ქმედებამ 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
17 მარტს, ლენინგრადში, 39 წლის ელდარ ფულკოვსკი დახვრიტეს, რომელიც პროფესიით მასწავლებელი იყო და 21 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ფულკოვსკი ახალგაზრდა გოგონებს ესხმოდა თავს, აუპატიურებდა, ყელს ჭრიდა, იქვე წვავდა და გარბოდა.
18 მარტს, ინდოეთში, დელიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე დასახლებაში, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბომბეიში მიფრინავდა. ამ ავიაკატასტროფას 1 200 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200 დაშავდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
18 მარტს, ნიუ-იორკში, სიკვდილით დასაჯეს 40 წლის ბრიუს ლონინსონი, რომელიც პროფესიით მძღოლი იყო და გადაზიდვების კომპანიაში მუშაობდა. მას 19 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ლონინსონი მანქანაში მგზავრებს სვამდა, გზაში თავს ესხმოდა, ყელს ჭრიდა, მათ სისხლს სვამდა და გვამებს ტყეში ტოვებდა, თავად კი გზას განაგრძობდა.
19 მარტს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს სამხრეთ გარეუბანში, ორი დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები ერთმანეთს დაერივნენ და ცივი იარაღებით დაუწყეს ერთმანეთს ჩეხა. ამ შემთხვევას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 30 კი დაიჭრა.
20 მარტს, რუსეთის ქალაქ არხანგელსკის პორტში საწვავით დატვირთული ტანკერი აფეთქდა, რომელიც ნისლში სატვირთო გემს შეეჯახა. ამ შემთხვევას 160 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა 100 კი დაშავდა.