რა მოხდა ამ დღეს
14 მარტი
1613 – დაიწყო რუსეთის უკანასკნელი სამეფო დინასტიის – რომანოვების მეფობის ხანა.
1614 – შაჰ-აბასის პირველი შემოსევა კახეთში.
1875 – გერმანიაში დაარსდა იმპერიის ბანკი – რაიხსბანკი.
1989 – ჩამოყალიბდა ჯგუფი „ბონ ჯოვი“.
15 მარტი
1892 – ჩამოყალიბდა ინგლისის საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“.
1907 – ფინეთის სეიმში აირჩიეს პირველი ქალი პარლამენტარები.
1917 – რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზი გადადგა ტახტიდან.
1933 – ჰიტლერმა გერმანია მესამე რაიხად გამოაცხადა და ახალი სახელმწიფო მიაჩნდა წმინდა რომის იმპერიისა და კაიზერის გერმანიის მემკვიდრედ.
1938 – საუდის არაბეთში აღმოაჩინეს ნავთობის პირველი საბადო.
1938 – ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო ჩეხოსლოვაკია.
1990 – მიხეილ გორბაჩოვი აირჩიეს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტად.
16 მარტი
37 – ტიბერიუსის სიკვდილის შემდეგ რომის მმართველობა გადავიდა გერმანიკას ვაჟზე – გაიუს იულიუს ზეცარ კალიგულაზე.
1802 – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის აქტით დაარსდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემია.
1962 – საბჭოთა კავშირში დაიწყო კოსმოსის შესწავლის ფართო პროგრამა რაკეტებისა და ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით.
1978 – მოიტაცეს იტალიის პრემიერ-მინისტრი ალდო-მორო.
17 მარტი
1959 – ტიბეტის ქალაქ ლხასში ჩინეთის ხელისუფლება მხეცურად გაუსწორდა მრავალათასიან მიტინგს, რასაც მოჰყვა აჯანყება მთელ ტიბეტში. დაიღუპა 65 ათასი ადამიანი.
1991 – ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფედერაციის შენარჩუნების შესახებ. რასაც რეფერენდუმის მონაწილეთა 76 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
18 მარტი
1871 – შეიქმნა პარიზის კომუნა. მოხდა პირველი პროლეტარული რევოლუცია.
1921 – დაიდო რიგის ზავი, რითაც პოლონეთს ერგო უკრაინისა და ბელორუსიის დასავლეთი მიწები.
19 მარტი
721 – პტოლემეუსის თანახმად, ბაბილონელებმა პირველად დაწერეს ქრონიკებში მზის დაბნელების შესახებ.
1831 – ამერიკაში მოხდა ბანკის პირველი ძარცვა.
1945 – იაპონიაში დაიხურა სკოლები და 6 წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვი გაიგზავნა სამხედრო სამუშაოებზე.
1953 – პირველად გაიმართა „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიალის ჩვენება ტელევიზიით.
1970 – შედგა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის ლიდერების პირველი შეხვედრა.
20 მარტი
1815 – კუნძულ ელბაზე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ნაპოლეონი კვლავ გახდა საფრანგეთის იმპერატორი.
1852 – გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ცნობილი რომანი – „ბიძია თომას ქოხი“.
1854 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა რესპუბლიკური პარტია.
1933 – ნაცისტურ გერმანიაში გაჩნდა პირველი საკონცენტრაციო ბანაკი – „დაჰაუ“.
1969 – ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ქორწილი.