კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრიტანელმა სწავლულებმა დაადგინეს: თუ ცოლი ქმარზე ლამაზია, ეს საშიშია

ბრიტანელმა სწავლულებმა გაარკვიეს, რომ წყვილებში, სადაც ქალის გარეგანი მიმზიდველობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცისას, გაყრის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია. მაგრამ, თუ მამაკაცი ქალზე ლამაზია – მათი ურთიერთობის სიმყარეზე ეს არ მოქმედებს – წერს გაზეთი „დიელი მეილი”.

მკვლევრებმა სტირლინგის, ჩესტერისა და ლივერპულის უნივერსიტეტებიდან გადაიღეს 100 წყვილის ფოტოსურათი. ყოველი მამაკაცი და ქალი შეფასდა გარეგანი მიმზიდველობის მიხედვით. გაირკვა: თუ ქალი მნიშვნელოვნად ლამაზია მამაკაცზე, მათი ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.

„გამოდის, სახელდობრ ქალი წყვეტს, გააგრძელოს თუ არა ურთიერთობა. ლამაზმა ქალებმა იციან, რომ მათ დიდი არჩევანი აქვთ. ამიტომ, საკმაოდ თვითდაჯერებულები არიან და ადვილად წყვეტენ ურთიერთობას, რომელიც ამოიწურა. მიმზიდველ ქალებს საერთოდ ურჩევნიათ ხანმოკლე ურთიერთობები. შესაძლოა, ურთიერთობა დამთავრდეს ეჭვიანობის სცენის გამო, რომელსაც ლამაზ ქალს მისი ნაკლებად ფოტოგენური პარტნიორი უწყობს, შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველი ქალები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივია ურთიერთობები“, – განმარტავს მკვლევარი რომ ბარისი.

მკვლევრებმა გააკეთეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა: ჩვენ მივისწრაფით ბედი დავუკავშიროთ მათ, ვისი სახის ნაკვთები სიმეტრიის ისეთსავე წესებს ემორჩილება, როგორსაც – ჩვენი.


скачать dle 11.3