კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ნოვოსიბირსკიდან თბილისში

43 წლის ანატოლი ვლადიმირის ძე კოკოვი ეძებს დაახლოებით 42-43 წლის სპარტაკ (პაატა) მახარაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემი ბავშვობის მეგობარს 42-43 წლის სპარტაკ მახარაშვილს. მისი მშობლები მას პაატასაც ეძახდნენ. მე და სპარტაკს ერთმანეთი ძალიან დიდი ხანია, არ გვინახავს. ტერიტორიული სიშორის გამო მასთან კონტაქტი 13 წლის წინ დავკარგე, მე რუსეთში ნოვოსიბირსკში ვცხოვრობ, სპარტაკი კი თბილისში გაგარინის ქუჩაზე ცხოვრობდა, იმედია, რომ ის დღემდე თბილისში ცხოვრობს და თქვენი დახმარებით ვიპოვი მას.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, სად გაიცანით თქვენი მეგობარი და რა იყო ერთმანეთის დაკარგვის მიზეზი?

– სპარტაკთან უამრავი მოგონება მაკავშირებს, ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და ძალიან მინდა მისი პოვნა. მე და პაატამ ერთმანეთი ნოვოსიბირსკში გავიცანით და დავმეგობრდით. ვიცი, რომ პაატამ დაამთავრა თბილისის ¹2 საშუალო სკოლა. ჩვენ ერთნაირი ინტერესები გვქონდა და, ძალიან ვაფასებდით ერთმანეთს. პაატას ყოველთვის ჰქონდა ადამიანის ცუდი განწყობიდან გამოყვანის დიდი ნიჭი, ყოველთვის შეეძლო, იუმორით კარგ ხასიათზე დაეყენებინე, სულ ხუმრობდა ხოლმე. მთელი ეს წლები მე ის ძალიან მაკლდა, მაგრამ, დამოუკიდებლად ვერ ვიპოვე, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ საიტზე დავრეგისტრირდი და არაერთხელ მიმიწერია წერილები მის მოგვარეებთან, თუმცა, ყველაფერი უშედეგოდ მთავრდებოდა. მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობს, თქვენი დიდი იმედი გვაქვს.

– როგორ გადაწყვიტეთ მეგობრის მოძებნა და, ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენი მეგობარიც შეიძლება გეძებდეთ?

– მეორე წელია, რაც ჩემმა მეუღლემ გადამაწყვეტინა სპარტაკის ოფიციალურად მოძებნა. პირველი, რაც მე და ტატიანამ გავაკეთეთ, ის იყო, რომ „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე ჩემი ისტორიის განაცხადი განვათავსეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საიტი საქართველოში ნაკლებად პოპულალურია და ამის გამო სპარტაკს არც კი წაუკითხავს, რომ მას ეძებენ. შემდგომ ნოვოსიბირსკის ნებაყოფლობითმა დახმარებამ მირჩია, თქვენ დაგკავშირებოდით. მართალია, ჩემი მეგობრის ფოტო არ მაქვს, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი რუბრიკის მეშვეობით ჩვენ ერთმანეთს ვიპოვით.



– თქვენი მეუღლის გარდა კიდევ ვინ გულშემატკივრობს თქვენს ისტორიას?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ნოვოსიბირსკის ნებაყოფლობითი დამხმარეები ადამიანის მოძებნის საკითხში და, ასევე, ჩემი ოჯახის ყოველი წევრი იმედოვნებენ, რომ მე ვიპოვი სპარტაკს. არ მგონია, ის თბილისიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, უბრალოდ, შეიძლება, მისამართი შეიცვალა, ეს ხომ შესაძლებელია, რადგან მეც, მაგალითად, რამდენი წელია, უკვე სხვაგან ვცხოვრობ. შეიძლება, პაატა მწერდა კიდეც წერილებს, მაგრამ ვერ მპოულობს, რადგან ჩემი ამჟამინდელი მისამართი არ იცის. იმედია, ის წაიკითხავს თქვენს რუბრიკას და გამომეხმაურება.

– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა შეხვედრას?

– აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ძალიან მოწადინებულია, გაიცნონ ჩემი ბავშვობის მეგობარი. მეც ძალიან მინდა მისი ნახვა. ამჟამად მას, ალბათ, უკვე ოჯახიც კი აქვს, მე, მაგალითად, უკვე ბაბუაც კი გავხდი. მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგეს და ერთმანეთს ოჯახებით შევხვდეთ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3