ნინი შერმადინი საბერძნეთში მუსიკალურ შოუში მონაწილეობს
მომღერალი ნინი შერმადინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც მეუღლესთან ერთად საბერძნეთში იმყოფება. ნიჭი არსად იკარგება და ამჯერად, ნინიმ ბერძნულ მუსიკალურ ტელეპროექტში სცადა ბედი. შესარჩევი ტური ნინიმ უკვე გაიარა და ახლა უკვე პროექტ „იქს-პაკრორის“ მონაწილეა. ეს არის პროექტი, რომელიც „ჯეოსტარის“ ფორმატს წააგავს და რამდენიმე ბერძნულ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. როგორც ხვდებით, პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, მისი მონაწილე იყო საბერძნეთში უკვე ძალიან პოპულარული თამთა გოდუაძე. ასე რომ, საქართველო ნინის ბერძნული წარმატებების მოლოდინშია.