კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აკეთებს არასდროს ქალთან ერთად ამიკო ჩოხარაძე და რა „შეეტენა“ ლიკა ქორქიას

„კომედი შოუს” მსახიობ ამიკო ჩოხარაძესთან ინტერვიუში ლიკა ქორქიამ დაამტკიცა, რომ სულაც არ არის აუცილებელი იუმორისტი იყო, რომ კარგად ხუმრობდე. მათი ინტერვიუები ძალიან საინტერესო გამოვიდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია

– მოდი, მომიყევი საიდან მოდიხარ, ვინ ხარ? რა გეგმები გაქვს?

– მოვდივარ აჭარიდან, ბათუმიდან. საზღვაო აკადემიაში ვსწავლობდი, იქ დავიწყე იმ ხელოვნებაში მოღვაწეობა, რასაც ახლა ვემსახურები...

– ვინც ზღვასთან ახლოს იბადება, ყველა მეზღვაურობაზე ოცნებობს?

– გაგვიმართლა, რომ ზღვისპირას ვცხოვრობთ. ვინც საზღვაო აკადემიაში აბარებს და ამ პროფესიას მიჰყვება, ძალიან კარგია, რადგან დღესდღეობით, ხმელეთზე, ამხელა მატერიალური შემოსავალი არც ერთ პროფესიას არ მოაქვს.

– მაგრამ, სამაგიეროდ, მეკობრეები არ იტაცებენ...

– დამიჯერე, ხმელეთზე უფრო მეტი მეკობრეა, ვიდრე წყალში. ბევრი ამბობს, რად უნდათ ეს შემოსავალი, როცა სულ წყალში არიანო. ჯერ ერთი, ასე არ არის. პროფესიით გემწამყვანი ვარ. არიან გემწამყვანები და მექანიკოსები. მექანიკოსები გემის ქვევით, ძრავასთან და ეგეთ ადგილებში მუშაობენ. მაგრამ, არსებობს გემბანი, ანუ ზედა მხარე და ის არის ჩემი. თუ გემზე მიდიხარ, საშუალოდ, ექვსი თვე წყალში ხარ. შეგიძლია, ოთხი-ოთხზე აიღო, ოთხი თვე წყალში, ოთხი – ხმელეთზე.

– კაპიტნები როგორ ხდებიან?

– ჯერ ხარ პრაქტიკანტი და ამის შემდეგ მიდის შენი ზრდა – ცოდნის და გამოცდილების მიხედვით ხდებიან კაპიტნები. შეიძლება, ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ კაპიტნის თანაშემწედ იმუშაო დიდხანს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება არ გაქვს. მაგალითად, მამაჩემის ერთი მეგობარი, პროფესიით მექანიკოსია. ძალიან კარგ ფირმაში მუშაობს, კარგ გემზე და თვეში მისი ხელფასი, დაახლოებით, 1 700 დოლარს შეადგენს.

– ცოლი ჰყავს?

– (იცინიან) თუ ვთქვათ, კრუიზის გემის კაპიტანი ხარ, იმის მიხედვით თუ რა სიდიდისაა გემი, რამდენ ადამიანზე გაქვს პასუხისმგებლობა აღებული, შეიძლება თვეში 30 ათასი დოლარიც გქონდეს ხელფასი...

– მოკლედ, ვაცხადებ ვაკანსიას კრუიზის გემის კაპიტნის ცოლობაზე. შენ რამდენი გაქვს ხელფასი ამ ყველაფერზე რომ უარი თქვი და თან ამდენს შრომობ?

– ჩემდა საბედნიეროდ, ამ ყველაფრის მატერიალურ სიკეთეებსა და მომხიბვლელობას ყურადღება არ მივაქციე. მიხარია, რასაც ვაკეთებ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ამაში მიხდიან. საკმაოდ დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა და სწორი არჩევანი გამეკეთებინა. ამიტომ, დღეს არაფერს ვნანობ. ძალიან რთული პროფესიაა და მეზღვაურები ყველაზე დიდ ვაჟკაცებად მიმაჩნია. შორიდან ამაზე ფიქრი ძალიან რომანტიკულია – ფიქრობ, რა საინტერესო ცხოვრება აქვთ, ადრენალინით სავსე. მაგრამ, წარმოიდგინე, ძალიან დიდ გემზე ხარ და უცებ შეიძლება, ცხრაბალიან შტორმში მოჰყვე. სამასმეტრიან გემს რომ ტალღა ფარავს, იქ მხოლოდ ვაჟკაცობისა და სიმამაცის ხარჯზე ახერხებენ გადარჩენას.

– 30 ათასი დოლარი რომ გაქვს ხელფასი, ცხრაბალიან შტორმში უნდა მოხვდე!

– ასეც არ არის. შტორმის გარდა, კიდევ ბევრი სირთულეა, რის გამოც ეს ადამიანები ამ თანხას და კიდევ უფრო მეტს იმსახურებენ. ყველაფერი გამზადებული მქონდა, სხვათა შორის, დიპლომი, ყველანაირი საბუთი იმისთვის, რომ წავსულიყავი და „მოვხიე” თბილისში.

– ძალიან რთულია გემზე ყოფნა, სულ რომ სიმშვიდეც იყოს.

– ძალიან ძნელია გაუძლო ოცდაორ მამაკაცს გემზე, ოცდაორ აღზნებულ მამაკაცს, – ასე ვიტყოდი. (იცინიან) მაგრამ, საბედნიეროდ, ხშირად პორტებში, ძალიან კარგ ადგილებში ჩერდებიან. მაგალითად, ჩემი ბიძაშვილი დადიოდა ასეთ რეისში – ბრაზილია-არგენტინა.

– გადასარევია.

– პორტთან ახლოს ხან ერთ გოგოს გაიცნობდა, ხან – მეორეს და იყო ასე ბედნიერად.

– პორტთანაც რა ხდება, წარმოიდგინე, ქალებმა რომ იციან გემს ოცდაათი დამშეული მამაკაცი მოჰყვა.

– ჩემი ძმაკაცი მიყვებოდა, მაგალითად, იამაიკაში რომ ჩავდივართ, პორტში ძალიან ბევრი ქალი გვხვდება, იმისთვის, რომ მათთან ვიყოთ. მიზეზი კი ისაა, რომ თეთრკანიანი ბავშვი უნდათო. პირდაპირ ყვირიან – ბეიბი, ბეიბიო. მოკლედ, ქართველი მამაკაცები იამაიკელი ერის წინაშე დიდ მადლს მოისხამენ. სადღაც იამაიკაზე შეიძლება ვახტანგ მარლი ცხოვრობს (იცინიან).

– კარგი, მოგვიყევი „რუსთავი 2-ში” როგორ მოხვდი?

– საზღვაო აკადემიაში „კავეენის” თამაში დავიწყე, იყო გუნდი „ნეპტუნი“ და იქიდან დაიწყო ყველაფერი. „რუსთავი 2-ში”, „კომედი შოუში” თუ მოვხვდებოდი, ეს ვერც წარმომედგინა. არც მიოცნებია და შემიძლია, ვთქვა, იდეაშიც კი არ გამივლია. ძალიან მიზანმიმართული ვარ. მიზანი თუ დავისახე, ერთ თვეში შევასრულებ მას, ერთ დღეში, თუ წლები დასჭირდება, მაინც აუცილებლად მივაღწევ. იდეაში მქონდა, რომ როგორმე შოუ-ბიზნესში მოვხვედრილიყავი – სცენაზე გამოვსულიყავი, მემღერა, მეცეკვა ან სხვა რაღაც მეკეთებინა. მოკლედ, მიკროფონი უნდა მჭეროდა ხელში.

– ძალიან განვითარდი „კომედი შოუში”. ნიჭი მრავალმხრივ გამოაჩინე.

– ძალიან მიჭირს ახლა იმაზე საუბარი, რაც ჩემდა უნებურად, თავისთავად, მაქვს. არასდროს მივლია, ვთქვათ, პლასტიკაზე, წელის ჩაგდებაზე... (იცინიან). ერთადერთი, ბავშვთა სტუდია „ლიმპომპოში” დავდიოდი, რომელმაც მართლა ბევრი რამ მომცა. სხვათა შორის, ოდესაში ვიყავით ფესტივალზე, „სლავიანსკი ბაზარზე”, სადაც საუკეთესო ვოკალისთვის გრან-პრი ავიღე.

– რომ გემღერა, არ გიფიქრია?

– მხოლოდ მომღერლის კარიერა?! არ ვიცი, არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები შეიცვალოს და მხოლოდ მომღერალი ვიყო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არარეალური მეჩვენება. ძალიან მივეჩვიე იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ.

– ძალიან პოპულარული ხარ, გოგოები, ალბათ, გიჟდებიან შენზე, გართმევენ ავტოგრაფებს...

– მაჭმევენ თუ არა ფენოვანებს?! ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. დასავლეთში გვქონდა კონცერტი, თუ არ ვცდები, ტყიბულში...

– ტყიბულზე ტყემალი გამახსენდა.

– კარგი, აღარ გააგრძელო (იცინიან). მოკლედ, დასავლეთში ვართ და მოვიდა ჩემთან ერთი გოგო. ბევრი რაღაც უთხოვიათ ჩემთვის – მომიწერე ხელი ფურცელზე, სახეზე დამიტოვე ავტოგრაფი, კისერზე მომიწერე, მკერდზე. პატრული მოსულა და რომ ვფიქრობდი, ჯარიმას დამიწერდა, ხელი მომიწერეო უთხოვია – ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. ისეთებიც იყო, როცა იმ მომენტში ისიც ვიფიქრე ვა, რა მაგარი როჟა ვარ-მეთქი. ერთი სიტყვით, გოგო მოვიდა, როცა ზუსტად ამ ამბავში ვარ, ვიღაცეებს ხელს ვუწერ, ფოტოებს ვიღებ და უცებ ამ გოგომ წელზე ხელი შემომხვია და პირდაპირი მნიშვნელობით, წამათრია. ძალიან ძნელია ჩემი წათრევა-მეთქი, ვერ ვიტყვი. მიმიყვანა სადღაც და მითხრა, ეს ფენოვანი გიყიდე და გთხოვ, ჭამეო.

– ალბათ, ჯადო იყო იმ ფენოვანზე მოსხმული.

– რა იცი, რომ ჯადო თხევადია და შეიძლება მოასხა, იქნებ ცომეული (იცინიან)?!

– რა ვიცი, აბა, შიგ ხომ არ ჩადებდა.

– საერთოდ, არ მჯერა ჯადოების და ეგეთი რაღაცეების. როგორ უნდა გაგაკეთებინოს ვიღაცამ რაღაცა მსგავსი ამბებით. რადგან იმის შემდეგ ის გოგო არ მინახავს, ესე იგი, ჯადო არ გაუკეთებია (იცინიან).

– როგორ არ მიგიზიდა, ხომ ხედავ, ამდენი ხანია, მასზე ყვები. თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, ფეხით ჩამოვა ბევრი ფენოვანით. ერთ-ერთში კი თვითონ „ჩაცხვება“ (იციანიან). სულ არ გთხოვენ ხოლმე, რამე ანეკდოტი მოგვიყევი, გაგვაცინეო?

– საშინლად ვერ ვიტან ამას. არც ვიცი, რა მოვყვე. სტრიპტიზკლუბში გოგონები ცეკვავენ, ჩემი საქმე ხალხის გაცინებაა – ყველას თავისი საქმე აქვს. სტრიპტიზის მოცეკვავეებს, ვთქვათ, ქორწილში, ხომ არავინ სთხოვს, შენ რომ იცი, ის გააკეთეო. იგივეა ზუსტად ჩემთან დაკავშირებითაც.

– პატრული ახსენე, მათთან კარგი ურთიერთობა გაქვს?

– კი, ძალიან. თუ რამეს ვაშავებ, მაჯარიმებენ, თუ სერიოზული არაფერი ჩამიდენია, ხუმრობით მეუბნებიან, ანეკდოტი მოგვიყევი და გაგიშვებთო. მეც ეგრევე ვიწყებ ჭიჭიკია შეხვდა ბიჭიკიას... სულ სამი ჯარიმა მაქვს და სამივე გადახდილი...

– შენ საჭესთან ჯდომის დროს მაინც გაჯარიმებენ. მე კი ქუჩაზე ფეხით გადასვლის დროს როგორ ადგილებში გადავდივარ იცი?! მაგალითად, ზოოპარკთან. მაღალ ქუსლებზე შემდგარი, თან ფენით თმას ვიშრობ, უდარდელად მივაბიჯებ და ძალიან გაოცებული ვარ, ჩხუბს რომ იწყებენ. მე კი მშვიდად ვეუბნები, დამიწერეთ ჯარიმა-მეთქი და მერე ვეცოდები. რატომ ჰგონიათ, რომ სამ ლარს ვერ გადავიხდი, არ ვიცი, მაგრამ მინდობენ ხოლმე. იცი რა მაინტერესებს, რით ერთობი? რისგან იღებ ადრენალინს?

– გააჩნია რა დღეა. მაგალითად, ძალიან მიყვარს გიჟური ატრაქციონები, თუმცა ასეთი საქართველოში არ არის. უდიდეს ადრენალინს ვიღებ ამისგან, მაგრამ ეს მხოლოდ ევროპაში ხდება. ყველაფერი ტრიალებს. რაზეც ზიხარ, ის ხომ ტრიალებს – რაზეც შენ ზიხარ, ისიც, და რაზეც თვითონაა დამაგრებული, ისიც ტრიალებს. მოკლედ მთლიანობაშიც ყველაფერი ტრიალებს. თან, ეს ხდება ოცდათხუთმეტ მეტრ სიმაღლეზე.

– „ციცინათელაშიც“ არის ერთი-ორი ისეთი ატრაქციონი, რომელმაც კინაღამ დამაელმა.

– ყველაფერი აღქმაზეა, ჩემო კარგო. მე რომ შენსავით გმირთა მოედანზე გადავიდე, ქუჩაზე ადრენალინი დამაელმებს კი არა, მომკლავს. შენ კი ამას ყოველდღიურად აკეთებ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ამიკო ჩოხარაძე

– მაინტერესებს, შენი ისტორია „რუსთავი 2”-მდე.

– დავიბადე თბილისში, პირველ სამშობიარო სახლში. ვიზრდებოდი თევდორე მღვდლის ქუჩაზე. სწავლა მე-18 სკოლაში დავიწყე და იმის შემდეგ ხუთი სკოლა გამოვიცვალე. ორი სკოლიდან მაგდებდნენ და ძალით გადამიყვანეს. დანარჩენ ორში ჩემი დის მაღალფარდოვნების გამო შემიყვანეს.

– რატომ გაგდებდნენ სკოლიდან?

– ერთხელ „კერასინკა” ავაფეთქე. ერთხელ კი, ჟურნალი მოვიპარე და დავწვი. მერე სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე, შემდეგ ეროვნული გამოცდებით მოვხვდი სამედიცინო უნივერსიტეტში. მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ და თუ წელს გამიმართლებს და დავამთავრებ, სტომატოლოგი ვიქნები. ჯერჯერობით სამი გამოცდა მაქვს „შეტენილი”. ჩემი დეკანი, ლექტორები ისე მეხმარებიან, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებ, მათ ძეგლს დავუდგამ.

– შესაბამისად, უნიჭო სტომატოლოგი გამოხვალ.

– არ ვაპირებ სტომატოლოგობას, მაგრამ დიპლომი უნდა ავიღო, უდიპლომო სარძლო ხომ არ ვიქნები?! ფონედოსკოპით უნდა გავთხოვდე.

– ყელზე ფონედოსკოპით ვთხოვდები და ექიმის ხალათში... აღარ გააგრძელო.

– (იცინიან) მაცადე, მავიწყდება, სად ვიყავი... სტომატოლოგიურზე შევჩერდი. მერე იყო ტელეკომპანია „202“, რომელიც არავის ახსოვს, ჩემს გარდა. თხუთმეტი თუ თოთხმეტი წლის ვიყავით, როცა „ნატალიში” გვნახეს და მუსიკალური გადაცემის წამყვანებად წაგვიყვანეს. ამის შემდეგ იყო „მზე”, „ემკოდი” და მერე უკვე ნინო არაზაშვილმა დამირეკა – დილის ამინდის წამყვანს ეძებდნენ. დასასვენებლად მივდიოდი და ზუსტად ხუთი წუთით ავირბინე. სინჯი ჩაწერეს, ორ კვირაში დამირეკეს და ხვალ ეთერში ხარო, მითხრეს. ამის შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ გააკეთა გადაცემა „ტოტო” და იქაც გადავედი.

– თავისთავად, ფეხბურთი კარგად გესმოდა.

– ფეხბურთი არ მესმოდა, საერთოდ. მეგონა, მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ წელს იმართებოდა. მიჩნდებოდა კითხვა, რატომ არ ატარებენ მას საქართველოში-მეთქი და ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე. არ ვიცოდი, რამდენი ადამიანი თამაშობდა. წარმოდგენა არ მქონდა. ხომ არიან გოგოები, რომელთაც არ აინტერესებთ, მაგრამ მაინც უყურებენ ფეხბურთს იმის გამო, რომ მთელი სამეგობრო უყურებს. ყოველთვის ვერიდებოდი ასეთ რაღაცეებს – საერთოდ არ მხიბლავდა. ბავშვობაშიც ჩემი და სულ ფეხბურთს თამაშობდა, მე კი – კალათბურთს.

– ახლა?

– ახლა ისე გავერკვიე, რომ, რა გითხრა. მაგრამ, ერთი პრობლემა მაქვს, სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. სექტემბრიდან უკვე ბევრი რაღაც გავიგე.

– რომელი ფეხბურთელი მოგწონს, თუნდაც იმიტომ რომ სიმპათიურია? ფონედოსკოპს ვისთან იხმარდი?

– მომწონს გატუზო, ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მახინჯია მაინც. გატუზოს რომ მაინც არ ეწყინოს, უფრო კარგად ვთქვათ, მახინჯი კი არა, ცოტა უხეში გარეგნობა აქვს.

– ანუ, „ტოტომდე” აზრზე არ იყავი, გეგონა, ფეხბურთს ჩოგნებით თამაშობდნენ და ახლა უკვე ყველაფერი იცი. რამე სპორტით თუ იყავი დაკავებული ოდესმე?

– არა, არასდროს. არც ჭოკით ხტომით და არც სხვა რამით. ცურვა სპორტია?! (იცინიან). ერთი სიტყვით, ვცურავ. ორი თვე ჩამივარდა, რაც არ ვცურავ და ისიც ჩემი დის ბრალია. მოდი, ერთად დავიწყოთ, მოდი, ერთად დავიწყოთო და ორი თვეა, ყოველ ორშაბათს ვიწყებთ აუზზე სიარულს. ეს ორშაბათი კი არა და არ მოვიდა. ამ ორშაბათს მარტო ვიწყებ, თორემ თუ მას ველოდე, შეიძლება, ოთხმოცი წლის რომ ვიქნები, კიდევ იძახოს მომავალ ორშაბათს წავიდეთო. ვიპოვე და სპეციალურად ვივლი ისეთ აუზზე, სადაც მხოლოდ მე და აუზის მწმენდავი ვიქნებით. მეპატრონეც ერთი-ორჯერ თუ შემოივლის კიდევ თუ არსებობს ჩემი აუზიო.

– ვინ არის შენი კერპი – ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონს. მაგალითად, ბავშვობიდან, ხუთი წლიდან, ჩემთვის ასეთი იყო მაიკლ ჯეკსონი.

– ჩემი კერპი კი ფრედი მერკური ჩემი აზრით, ყველა დროის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო და არანორმალურად ნიჭიერი. იმდენი დადებითი რაღაც შემიძლია ჩამოვთვალო, რომ ერთი ინტერვიუ არ მეყოფა. თითქმის ყოველდღე ვუსმენ მის შემოქმედებას, ძალიან დიდი დოზით ვიღებ და არასდროს მბეზრდება.

– ვაღიარებ ამ ყველაფერს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც ჩამოთვალე, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანმა გააკეთა. მან თავისი მუსიკით რევოლუცია მოახდინა აზროვნებაში. ძალიან პროგრესული იყო. „ქვინის” მუსიკაში დიდი რაოდენობითაა ტექნო და სხვა თანამედროვე მიმდინარეობები. იგივეა ჯეკსონი. რომ არა ის, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვნებას არ გავყვებოდი. მან მიბიძგა იმისკენ, რომ რაღაც ვაკეთო. ამ ადამიანმა იმდენი შეძლო, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რასაც, ალბათ, სხვა ვეღარავინ გაიმეორებს. თავისუფალ დროს რას აკეთებ? გოგოებს საყიდლებზე წასვლა უყვართ საერთოდ, ზოგს ტანსაცმლის, ზოგსაც პროდუქტის შესაძენად – გააჩნია ოჯახურ მდგომარეობას. რომ გიყურებ, არ მგონია, საჭმლის ყიდვაზე თავს იკლავდე.

– ტანსაცმლის საყიდლად სიარულს ვერ ვიტან. „შოპინგი” ყველაზე მეტად მეზიზღება. საშინელ ხასიათზე ვდგები, ვერასდროს ვერაფერს ვარჩევ. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, ვრეკავ ანისთან – ასეთი რაღაც ვნახე და შენი აზრით, მომიხდება? ახლახან იყო, შევედი მაღაზიაში, ძალიან ბევრი ვიარე, მერე გამყიდველმა კინაღამ იჩხუბა – გოგონი, რამეს ეძებ თუ იპარავო. ბოლოს ავდექი და კაცის ძალიან დიდი ზომის სვიტერი ვიყიდე. სახლში ყველა მეჩხუბა, ეს რად გინდოდაო და სითბოსთვის-მეთქი. „შოპინგის” თემა ბოლომდე ანის აბარია. თუ ერთად მივდივართ, ერთი შეხედვით ასკანერებს ყველაფერს. ამბობს, აი, მეათე რიგში მოკეცილად დევს რაღაც, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ გვჭირდება.

– ვერ ვიტან, გოგოსთან ერთად საყიდლებზე წასვლას, არ მინდა. ვთქვათ, მივდივართ და უნდა ერთი კაბის ყიდვა. სანამ კაბასთან მივალთ, დაიწყება სამკაულების თვალიერება, ვაიმე, ეს რა კარგია, თან ფული არ აქვს. თან, ევაჭრება ამ სამკაულებზე, თუ დამიკლებ, შემინახავ, აუცილებლად მოვალ მერე. ბოლოს დაღამდება და კაბამდე რომ მივდივართ მაღაზია უკვე დაკეტილია. მოდი, ხვალ წავიდეთ და ხვალაც იგივეა.

– ახალი გატაცება მაქვს, აქტიურად ვყიდულობ ჭურჭელს. ადრე ვყიდულობდი კოვზებს ისტერიკულად. ახლა კი ჭურჭელზე გადავერთე. უი, გამახსენდა, გკითხე, მე უფრო კარგი გოგო ვარ თუ ანი-მეთქი. ამ პასუხზე ბევრი რაღაცაა დამოკიდებული. თან, გახსოვდეს, ჩემთან გაქვს დღეს ინტერვიუ.

– გულწრფელად ვიტყვი და ჩემდა სამწუხაროდ, ანის უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ამ მშვენიერ ადამიანს. მაგრამ, იგივეს ვიტყოდი პირიქით რომ იყოს. ამიტომ, ჩემთვის ორივე ძალიან კარგი ადამიანი და ქალის იდეალი ხართ.




скачать dle 11.3