ობამამ რასელი დააფასა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლეგენდარულ კალათბურთელ ბილ რასელს ამერიკის უმაღლესი ჯილდო – თავისუფლების მედალი გადასცა. ეს ჯილდო გადაეცემა სამოქალაქო პირებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ნაციონალური ინტერესების რეალიზებაში. ობამას თქმით, მას კალათბურთის სიყვარული მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბილ რასელის თამაში იხილა ტელევიზიით მცირეწლოვან ასაკში. რასელი NBA-ს 11-გზის გამარჯვებულია, რაც აბსოლუტური რეკორდია კალათბურთელებს შორის და მთელი კარიერა მას ერთ კლუბში „ბოსტონ სელტიქსში” ჰქონდა გატარებული.