„გაზა” სასამართლოში დაიბარეს
ალკოჰოლური სკანდალებით გათანგული, ლეგენდად ქცეული ექს-ფეხბურთელი პოლ გასკოინი – ცნობილი თიკუნით „გაზა”, ისევ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად მას გადასახადების გადახდისგან თავის არიდება ედება ბრალად და ინგლისის უმაღლესი სასამართლოს განჩინებით, თუკი უახლოესი 6 კვირის განმავლობაში „გაზა” 30 ათას ფუნტ-სტერლინგს არ გადაიხდის, იგი ბანკროტად გამოცხადდება. მთელი მისი ქონება დაილუქება.