ბარამბოს ნაყენი ბრონქულ ასთმას შველის
ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. ის აუმჯობესებს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს. ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება ხუთვის შეგრძნება, სუსტდება ან სულ ისპობა ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილი გულის არეში, მცირდება გულისცემის რაოდენობა, დაბლა იწევს სისხლის წნევა.
ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ მთელი რიგი დაავადებების დროს, მაგალითად, როგორიცაა: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმინორეა, მელანქოლია, ბრონქული ასთმა, ორსულობის დროს პირღებინება და ასე შემდეგ.
ბარამბო, კარგია თავის ტკივილის საწინააღმდეგოდაც. მას, აგრეთვე, იყენებენ ნევროტიკული მდგომარეობის დროს, როდესაც ახლავს თავბრუსხვევა, მუცლის არეში ტკივილის, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში, ასევე, პირის ღრუში ცუდი სუნისა და კბილის ტკივილის დროს.
ბარამბოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2 სადილის კოვზი ნედლეული, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით და შემდეგ გადაწურეთ. ერთი დოზა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.