კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს შეშუპებული ქუთუთოები და როგორ ვიმოქმედოთ ამ დროს

ქუთუთო მხედველობის სათუთ ორგანოს – თვალს იცავს. შესიებული, ხშირი კაპილარული ქსელით დაფარული, მოლურჯო ელფერის მქონე ქუთუთოები ზოგჯერ ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ, უფრო ხშირად, ასეთი თავისებურებანი ცხოვრების არასწორი რეჟიმის შედეგია, მაგალითად, უძილობის, უმოძრაობის, არასწორი პოზის ან ცუდი კვების, კანის არასწორი მოვლის და ასე შემდეგ.

ზედა და ქვედა ქუთუთოების კანსა და მის ქვეშ მდებარე შემაერთებელ ქსოვილს შორის მდებარეობს თავისებური მემბრანა. ზოგიერთ ადამიანს ეს მემბრანა საკმაოდ სქელი აქვს, ზოგიერთს კი – თხელი, რომელიც ადვილად განილევა. ასეთ ადამიანებს ქუთუთოები სწრაფად უსივდებათ და მალევე ეტყობათ უძილობა, გადაჭარბებული ძილიანობა, გადაღლა, გადაძაბვა, მღელვარება, ავადმყოფობა და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც მემბრანა განილევა, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ ექცევა და თვალის ირგვლივ ქმნის ეგრეთ წოდებულ თიაქრებს: ქუთუთოები სივდება და მოლურჯო ელფერს იძენს.

ქუთუთოების შემადგენელი ქსოვილებისა და, რაც მთავარია, გამყოფი მემბრანის კვებისთვის, უნდა გამოიყენოთ მატონიზებელი კრემები და ლოსიონები. აღნიშნული კოსმეტიკური საშუალებები კანის დასარბილებლად აუცილებლად ცხიმოვან საფუძველზე უნდა იყოს დამზადებული და შეიცავდეს კოლაგენსა და ჰიალურონის მჟავას. ეს ნივთიერებები ქუთუთოების არეში არსებული ლიმფური ქსელის ფუნქციასა და ტონუსს ასტიმულირებს.

ხალხურ მედიცინაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება, მაგალითად:

* სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და შეშუპების თავიდან ასაცილებლად, კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ ქუთუთოების არეში არაჟნისა და ოხრახუშის წვენის ნარევის ნიღაბი: 2 ჩაის კოვზ არაჟანს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ცოცხალი ოხრახუშის წვენი და წაისვით თვალების გარშემო, 15-20 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

* ქუთუთოების შესიებას თავიდან აიცილებთ, თუ ზედ 15 წუთით დაიწყობთ კანიანად მოხარშული კარტოფილის თბილ ნათალს.

ეს პროცედურები რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩაიტაროთ.


скачать dle 11.3