კლუბ “ნაცნობში„ მსმენელს დაუვიწყარი თბილისური საღამოები ელოდება
16 ოქტომბრის საღამოს, კლუბ „ნაცნობში“, სადაც საოცრად მყუდრო, თბილი თბილისური გარემო სუფევს, რადიო „ნაცნობის“ მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. პირველ დღეს მსმენელის განწყობაზე გიო ხუციშვილმა და თამთა ცქვიტავამ იზრუნეს. ეს ფესტივალი უკვე მეორე წელია, ტარდება და ის რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ „ფორტე“, ზაურ ბოლქვაძე, დათო აბესაძე, კორკოტა, ტრიო „სიმი“ და სხვები. საღამოებს ნინკა თოფურია გაუძღვება. ასე რომ, გემოვნებიანი, კარგი თბილისური სიმღერების მოყვარულებს წინ ძალიან თბილი საღამოები ელოდებათ რადიო „ნაცნობთან“ ერთად, კლუბ „ნაცნობში“.