კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მყავს ერთი ახლობელი, რომელიც სიკეთის განსახიერებაა, ყველას ეხმარება, მაგრამ ეკლესიაში არ დადის. როგორ დავეხმაროთ, რომ ეს ადამიანი ეკლესიური გახდეს?

პასუხი: უნდა შეაგონოთ მას ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა, მაგრამ, თუ არ ისმინა, ნუ გააღიზიანებთ. მოვა დრო, როდესაც ის თავად გადაწყვეტს ეკლესიაში მისვლას. ყველა ადამიანისთვის დგება დღე, როდესაც მას უფალთან მისვლის სურვილი უჩნდება, რადგან ამის გარეშე ვერ ცხონდება. თქვენ შეგიძლიათ, ილოცოთ მისთვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა მოწყალებაზე უარის თქმა?

პასუხი: მოწყალებაზე უარი არ უნდა თქვათ, რადგან, ერთი მხრივ, შეურაცხყოფთ მას, ვინც მოწყალებას გასცემს და, მეორე მხრივ, შეგიძლიათ სხვისთვის გააკეთოთ სიკეთე. ღირს ზენონს, რომელმაც ორმოცი წელი მარხულობაში გაატარა, თავიდან არავისგან არაფრის მიღება არ სურდა, თან, იმავე დროს, მასთან მიდიოდნენ გლახაკნი და მოწყალებას სთხოვდნენ, მაგრამ, ზენონს არაფერი ებადა და ვერ ეხმარებოდა. ამის შემდეგ, ბერი დაფიქრდა, რადგან მათაც დამწუხრებულს ვუშვებ, ვისაც დახმარება სურს და გლახაკთაც, მოდი, ერთს გამოვართმევ და მეორეს მივცემო. მართლაც, ასე მოიქცა, თვითონაც მოისვენა და სხვებიც დაამშვიდა.

კითხვა: წლების წინ დავკარგე ნათლობის ჯვარი. უკვე შევეგუე იმას, რომ ნათლობის ჯვარი აღარ მქონდა და ახალი ჯვარი ვაკურთხებინე. ცოტა ხნის წინ საოცრება მოხდა და ჩემი ნათლობის ჯვარი ვიპოვე. მაინტერესებს, ხომ არ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში ჯვარმა ძალა? აქვს თუ არა ყველა ნაკურთხ ჯვარს ნათლობის ჯვრის მადლი?

პასუხი: მოძღვრის მიერ ნაკურთხ ყველა ჯვარს აქვს ძალა, მაგრამ, ნათლობის ჯვარი, რა თქმა უნდა, გამორჩეულია და მას განსაკუთრებულად უნდა მოვეპყრათ. ეს ჯვარი ძალას არ კარგავს დროთა განმავლობაში, მაგრამ, თუ ის დაუდევრობით დაისვრება, გაჭუჭყიანდება და ასე შემდეგ, უნდა გაწმინდოთ და თავიდან აკურთხებინოთ.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს განძის მპოვნელი?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ამ განძის წარმომავლობა. თუ ის საეკლესიო სიწმიდეა, სრულად უნდა დაუბრუნდეს ეკლესიას. თუ განძს სხვა წარმოშობა აქვს, მპოვნელს შეუძლია, გარკვეული ნაწილით შეეწიოს ეკლესიას, გარკვეული ნაწილი კი გაჭირვებულებს დაურიგოს.


скачать dle 11.3