კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

პროტოპრესვიტერი პოზმანსკი: ყოველივე შეიქმნა „ფრიად კეთილად,” რაც ნიშნავს, რომ ბოროტება სამყაროს შექმნისას არ გაჩენილა.

ანტონ ჭყონდიდელი: თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ცოდვისგან დაწყლულებულს სიტკბოისა, სიმშვიდისა და მოწყალების სიტყვა უნდა დაასხა, ამისთვის, რომ შენმან მოძღუარმან და უფალმან იესო ავაზაკთაგან წყლულს არათუ ყვედრება და მხილება – უფროისად ზეთი და ღვინო სიტკბოებისა დაასხა. შენ ყვედრებას და მხილებას დაასხამ ცოდვისაგან წყლულსა! ამგვარის საქმისაგან ქრისტეს მოწაფეობა არა სჩანს!

წმიდა ბარსანოფი: გეშინოდეს იმ საშინელი დღისა და საათის, რომლის დროსაც ვერ დაგიცავენ ვერც ძმა და ვერც ნათესავი, ვერც სიმდიდრე და ვერც დიდება. არამედ პირისპირ დარჩება კაცი და მისი საქმენი.

არსენ ათონელი: ეშმაკეულთან ახლოს როცა ხარ, დიდად უნდა გაფრთხილდე, რომ მტერმა არ შთაგაგონოს, თითქოს ძალიან ღვთისმოყვარული ხარ, მადლმოსილი და ასე შემდეგ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგვაგონებს, რომ შენს თავზე იფიქრო სხვათაგან განსხვავებით ღვთივსათნო ცხოვრებით ვცხოვრობო. კაცი, რომელიც ამ ფიქრს შეითვისებს, კარგავს უფლისგან ყოველგვარ ჯილდოს.

ეფრემ ასური: როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე ჩვენი მტერი – ეშმაკი – განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით.

იოანე ოქროპირი: არავინ გვაყენებს იმდენ ტკივილს, რამდენსაც სულში მყოფი ვნებები. ყველა სხვა უბედურება გარეგნულად მოქმედებს, ესენი კი შიგნით იბადებიან; სწორედ მისგან იშვება განსაკუთრებულად დიდი ტანჯვა. მთელმა სამყარომ რომ გაგანაწყენოს, ჩვენ თუ არ გავანაწყენეთ საკუთარი თავი (რომელიმე ვნებისადმი მორჩილებით), ჩვენთვის სიმძიმე არ იარსებებს.

პეტრე დამასკელი: არც ერთი ვნება არაა ისე საძულველი და არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც – ვერცხლისმოყვარეობა.

სერაფიმე როუზი: ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ზეცის ჭეშმარიტი ქრისტიანული გამოცდილების სამი თავისებურება – ეს არის ზეაღსვლა სულისა, ანგელოზების მიერ სულის თანხლება, ზეცის მკვიდრ სულთა მიგებება, რომელთაც უერთდება კიდეც.

მარკოზ განშორებული: ვერც ბოროტ ზრახვებს დაამარცხებს მათი გამომწვევი მიზეზების გარეშე და ვერც მიზეზებს – ზრახვების გარეშე ის, ვინც მათთან ბრძოლას ეწევა. ვინაიდან, თუ ერთს უარვყოფთ, მცირე ხნის შემდეგ მეორის საშუალებებით ორივეს მიერ ვიქნებით დაპყრობილნი.

ნიკოლოზ სერბი: კურთხეული და უკურთხებელი – აი, რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება ადამიანებს შორის. ურღვევ ერთიანობას უფალთან კურთხევა მოაქვს, ხოლო ღმერთისგან განდგომა – კურთხევის ჩამორთმევას ნიშნავს.

გრიგოლ სინელი: სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეობას, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება.

ალექსი ბერი: მარხვა ზოგადი სახელია და ბუნების საზღვარია, ესე იგი, ბუნების საზღვრების წესრიგის დამცველია, რათა არა გარდახდენ განწესებითა, ვითარცა წერილ არს: „საზღვარი დასდევ, რათა არა გარდახდენ.”


скачать dle 11.3