ქართველი “მისტერ გეი-ევროპის„ გარშემო აურზაურია
ნორვეგიაში ყოველწლიულად ტარდება კონკურსი ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის, სადაც ევროპის ყველაზე „ლამაზი“, სიმპათიური ჰომოსექსუალები იღებენ მონაწილეობას. წელს „მისტერ გეი-ევროპის“ ტიტული დავით ბარამიამ მოიპოვა, რომელიც კონკურსზე რუსეთის სახელით მონაწილეობდა. როგორც ინტერნეტ-გვერდები იუწყებიან, „დავითმა ისე ორიგინალურად გადააკეთა თავისი ანგელოზის სამოსი ეშმაკისეულად და წინ ჩამოკიდებულ ჰალსტუხსა და უკანალს ისე მადისაღმძვრელად იქნევდა, რომ გარყვნილმა ჰომოსექსუალებმა ის კინაღამ სცენაზე გააუპატიურეს“. როგორც ჩანს, დავითი არა მხოლოდ სიმპათიური, არამედ ძალიან სექსუალურიცაა. რაც ყველაზე საინტერესოა, საქართველოს ჰომოსექსუალთა ორგანიზაცია „გეი-კავკასიამ“ კატეგორიულად აკრძალა, რომ დავითისთვის „რუსი ჩემპიონი ბიჭი“ ეწოდებინათ. ის საქართველოდან რუსეთში ლტოლვილად ცხოვრობდა, თუმცა უკვე ევროპაში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებას ნამდვილად არ გეგმავს.