კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“იმიჯ-ცენტრი„ ახალი სახეების ძებნას იწყებს

პარასკევს, 11 მარტს, „დიდუბე პლაზაში” სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის” ხელმძღვანელმა ია კიწმარიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც პროფესიულ სამოდელო კონკურსის „ნიუ ფეის მოდელ სერჩის” მეორედ ჩატარებას ეხებოდა. კონკურსის ძირითადი მიზანი ახალი სახეების აღმოჩენაა. გოგონებს მაღალ პროფესიულ დონეზე ამზადებენ. მთავარი მიზანი კი მათი საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებაა. წელს პირველად კონკურსი ერთდროულად ტარდება გოგონებისა და ბიჭებისთვის. სამოდელო კონკურსში – „New Face Model Search Man and Women” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თექვსმეტიდან ოცდაოთხ წლამდე გოგონებს და ვაჟებს – ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სამოდელო საქმიანობა პროფესიულ დონეზე.

მარტის ბოლოს კონკურსის წინა შესარჩევი ქასთინგის შედეგად, შეირჩევა თხუთმეტი გოგონა და თხუთმეტი ვაჟი, რომლებიც ფინალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და იქ უკვე გამარჯვებულები დასახელდებიან. კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია კონკურსანტების მოსამზადებელი ეტაპი ვაკის საცურაო აუზზე – „ნეპტუნი” და კლინიკა „მედიში”. კონკურსანტებისთვის „კიკალა სტუდიოში” გადაღებული პროფესიონალური ფოტოები „პიქსელის” მიერ დამზადებულ ვებ-გვერდზე განთავსდება.


скачать dle 11.3