კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სამედიცინო ტესტის ჩატარებაზე აცხადებს უარს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა და რის კეთება უყვარს მას თავისუფალ დროს

გასული საუკუნის რაღაც დროის განმავლობაში ამ აფრიკულ სახელმწიფოს ზაირი ეწოდებოდა და სათავეში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი – მობუტუ სესე სეკო ედგა. 1997 წლის გადატრიალებისა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ სახელმწიფოს ისტორიული სახელწოდება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდა. სათავეში კი რევოლუციური მთავრობა მოვიდა ლორან დეზირე-კაბილას ხელმძღვანელობით. მისი შვილი, ჯოზეფ კაბილა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტია და ამჯერად სწორედ მისი ცხოვრების საინტერესო ფაქტებს მიმოვიხილავთ ტრადიციულ რუბრიკაში.

* ჯოზეფ კაბილა კაბანგე 1971 წლის 4 ივნისს კონგოური პროვინციის, სამხრეთ კივუს, პატარა ქალაქ ჰევა ბორაში დაიბადა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, ის ჩრდილოეთ კატანგას პროვინციის ქალაქ ანკოროში მოევლინა ქვეყანას. იგი ცნობილი კონგოელი საველე მეთაურისა და შემდგომში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, ლორან დეზირე-კაბილას ათი შვილიდან უფროსი გახლდათ. 70-იანი წლების ბოლოს, დეზირე-კაბილა იძულებული შეიქნა სამშობლო დაეტოვებინა და საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად ტანზანიაში გადასულიყო. დაწყებითი განათლება ჯოზეფმა დარ-ეს-სალამსა და მბიაში მიიღო. რუანდასა და უგანდაში კი უმაღლესი სამხედრო სწავლება გაიარა. 1996 წელს ჯოზეფი მამამისის ორგანიზებულ მეამბოხეთა კავშირს – „კონგოს გათავისუფლების ძალთა დემოკრატიულ ალიანსს” შეუერთდა და რამდენიმე სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა პირველი კონგოური ომის დროს. ალიანსის გამარჯვებისა და დეზირე-კაბილას გაპრეზიდენტების შემდეგ, ჯოზეფი სამხედრო განათლების ასამაღლებლად პეკინის ნაციონალურ სამხედრო უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1998 წელს დაბრუნდა იგი ჩინეთიდან და გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 2000 წელს კი კონგოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გახდა.

* ჯოზეფის მამა, ლორან დეზირე-კაბილა აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რევოლუციონერია. იგი პატრის ლუმუმბას თანამებრძოლი იყო და პირადად იცნობდა ერნესტო ჩე გევარას, რომელთან ერთადაც მხარდამხარ იბრძოდა კონგოში მიმდინარე განმათავისუფლებელ ბრძოლებში. არსებობს ვერსია, რომ დეზირე-კაბილა პოლიტიკაში წასვლამდე სპილოს ძვლითა და ძვირფასი ქვებით ვაჭრობდა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ იგი არ არის ჯოზეფის ბიოლოგიური მამა. ეს ვერსია გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ კონგოურ დიასპორებში. ქვეყნის ოპოზიცია დღემდე უშედეგოდ ითხოვს პრეზიდენტის სისხლის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯოზეფი მათი ეროვნული გმირის შვილია. თუმცა პრეზიდენტი უარს აცხადებს ამ ტესტზე.

* 2001 წელს უშედეგო სამხედრო გადატრიალების მიზნით, იდუმალ ვითარებაში მოკლეს ჯოზეფის მამა, პრეზიდენტი ლორან დეზირე-კაბილა და იმავე წელს ჯოზეფ კაბილა, 29 წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ჯოზეფი ახალგაზრდული ასაკის გამო, ვერ მოახერხებდა ქვეყნის მართვას, მაგრამ ახალმა მეთაურმა მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულებას მიაღწია და ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოური სამხედრო კონტინგენტი გაიყვანა. 2002 წელს მისი ინიციატივით სამხრეთაფრიკულ ქალაქ სან-სიტიში, ხელი მოეწერა სამშვიდობო დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც იფიციალურად დასრულდა მეორე კონგოური ომი.

* ჯოზეფ კაბილას პირადი ცხოვრებიდან ცოტა რამ არის ცნობილი. იგი არ სვამს ალკოჰოლურ სასმელებს და არ ეწევა სიგარეტს. არ უყვარს ძვირიან რესტორნებში სიარული და არც ძვირად ღირებულ ტანსაცმელს ატარებს. მისი საყვარელი წიგნია „ბიბლია” და თავს მორწმუნე ქრისტიანად მიიჩნევს. თავისუფალ დროს პრეზიდენტს წიგნების კითხვა და კომპიუტერული თამაშები უყვარს.

* 2006 წლის 1 ივნისს, კონგოს პრეზიდენტი, ჯოზეფ კაბილა ოლივ ლემბი დი სიტიზე დაქორწინდა, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. ცერემონიალს ეკუმენური ხასიათი ჰქონდა, რადგან კაბილა რელიგიური მრწამსით – პროტესტანტია, ხოლო ოლივ ლემბი – კათოლიკე. ჯვრისწერის ცერემონია კინშასის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ფრედერიკ ეტსუ-ნზაბი-ბამუნგვაბიმ ჩაატარა. ქორწილამდე ჯოზეფ კაბილაზე ჭორი დადიოდა, რომ მას ევროპული გარეგნობის ქალები იზიდავდა და სავარაუდოდ, სწორედ ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოიყვანდა საცოლეს. კაბილას და ოლივ ლემბის ჰყავთ ორი შვილი – 2007 წელს შეეძინათ ქალიშვილი, 2008 წლის სექტემბერში კი – ვაჟი. კაბილას და ოლივ ლემბის ქორწილის კადრები ვიდეოპორტალ „იუთუბიზეა” განთავსებული.

* შვებულებას კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა ესპანეთში ატარებს. მისი რჩეული დასასვენებლი ადგილი მარბელიაა, სადაც იგი ოჯახთან ერთად ყოველ წელს ორ კვირაზე მეტხანს რჩება. წლების განმავლობაში კაბილა ხუთვარსკვლავიან სასტუმრო ინკასოლში ისვენებდა, თუმცა ბოლო პერიოდია, მისი არჩევანი მსოფლიოს 30 საუკეთესო სასტუმროში შემავალ, ოტელ „ვილა პადიერნაზე” შეჩერდა. სულ ახლახან ამერიკის პირველი ლედი, მიშელ ობამა ისვენებდა იქ ქალიშვილებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ კონგოს პრეზიდენტი სასტუმროს ჩვეულებრივი სტუმრის სტატუსით სარგებლობს და მის უსაფრთხოებაზე, დაცვის მხოლოდ ერთი წევრი ზრუნავს. დამატებითი უსაფრთხოების ზომებით ჯოზეფ კაბილა არ სარგებლობს. მიშელ ობამას გამოც კი, დღის გარკვეულ დროს საზოგადოებრივი პლაჟი იკეტებოდა. თუკი წელიწადის იმ დროს მოხვდებით მარბელიაში, სავსებით შესაძლოა, თქვენს მეზობლად, შეზლონგზე კონგოს პრეზიდენტიც კი იხილოთ.

* კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა ერთ-ერთი ამერიკული ვებ-გვერდის ვერსიით, პლანეტის ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსების რეიტინგში მე-4 პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრეზიდენტია პლანეტაზე.

* 2011 წლის 28 თებერვალს კინშასაში, მოხდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ პრეზიდენტ ჯოზეფ კაბილას რეზიდენციას და მის დაცვას ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, მათ მოახერხეს თავდამსხმელების მოგერიება და სროლის შედეგად, 9 მათგანი დაიღუპა, დანარჩენები კი დაიჭრნენ. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, თუ ვისი ინიცირებული იყო პრეზიდენტის ლიკვიდირების გეგმა. თავდასხმის დროს ჯოზეფ კაბილა საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა და იგი არ დაშავებულა. გახშირებული სახელმწიფო გადატრიალებების ფონზე, აფრიკის კონტინენტზე, კაბილაზე თავდასხმა მოულოდნელი იყო, რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური აფრიკელი მმართველია და უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მას მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩათვალეს.




скачать dle 11.3