კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაძირული ამღიარებლები

შენ – მე, მე – შენ

გასულ კვირას იაპონიაში მომხდარმა მიწისძვრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მრავალგზის გამოცდილი, ოღონდ დალხენის ჟამს, როგორც წესი, დავიწყებული ჭეშმარიტება: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. შესაბამისად, მერამდენედ გახდა აშკარა, რომ ჩვენი უსახური თუ ბობოქარი ვნებები დედამიწის ერთმა შერყევამ, შესაძლოა, ისე შეაზანზაროს, რომ ერთ არამშვენიერ დღეს სამარადისოდ გაღიმებულები დაგვტოვოს. ასეა თუ ისე, მანამ, სანამ იაპონია სტიქიას უმკლავდება, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები იაპონური სტიქიის გამოძახილს ელიან: სანაპირო ზოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაც დაიწყეს და სრული სამხედრო და სამთავრობო მობილიზაციაც გამოცხადდა.

წინასწარი ინფორმაციით, იაპონიის სიახლოვეს მდებარე კუნძულები, შესაძლოა, საერთოდაც წყლით დაიფაროს. მათ რიცხვში ასახელებენ ნაურუსაც. ეს ის ნაურუა, რომელიც, ჯერ ერთი, ცუნამამდეც იძირებოდა (ოღონდ, ნელ-ნელა) და, რაც ჩვენთვის მთავარია, რომლის მცირერიცხოვანმა მოსახლეობამაც, ნიკარაგუასა და ვენესუელას მხარდამხარ, რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებული აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა ცნო (როგორც ამბობენ, ამის წყალობით რფ-სგან ერთგვარი ფულადი კომპენსაციისთვისაც გამოუკრავს ხელი). ბუნებრივია, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს ნაურუს მიერ ცოდვით სულის დამძიმებამ უწია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ მცირე ზომის კუნძულ-სახელმწიფომ სეპარატისტებს მეგობრობის ხელი გაუწოდა, რაკი ნაურუელებს წასასვლელი არსად ექნებათ (თუ, მართლაც, ოკეანე დაფარავს), ვითომ, სეპერატისტებისგან მადლიერების დასტურად, თავშესაფარი არ ეკუთვნით?!


скачать dle 11.3