კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აღფრთოვანებული“ უდიდებულესობა

თქვენ უფლისწულის ცოლობა და სამეფო კარის რძლობა ძალიან სასურველი გგონიათ?! – სულაც არა. როგორც გაირკვა, პრინც უილიამის საცოლე კეიტ მიდლტონი არც ისეთი აღფრთოვანებულია იმით, რომ ექსცენტრიკული სამეფო ოჯახის წევრი უნდა გახდეს. ისინი, რომელთა ძარღვებშიც „ცისფერი” სისხლი სჩქეფს, ზოგჯერ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად იქცევიან.

მაგალითად, შოტლანდიაში თავის სასახლეში დედოფალი ელიზაბეთი ასე ერთობა: – დიდი ბადით შეიარაღებული, ღამღამობით ღამურებზე ნადირობს, რომლებიც უხვად არიან სასახლის სხვენში. დაჭერილ ღამურებს კი ისევ ათავისუფლებენ, რომ დედოფალს გასართობი ჰქონდეს.

პრინც ჩარლზს ყოველთვის თან დააქვს (ნებისმიერი მოგზაურობისას) პერსონალური, უკვე „გამოცდილი,” თეთრი ტყავისგან შეკერილი პატარა სკამი.

აკრძალულია, რომ ვინმემ სამეფო ოჯახის წევრების საკვები ან სასმელი მიირთვას. მსახურები მათ მაშინვე ანადგურებენ.

დედოფალს საშინლად არ უყვარს, როცა თავის ოთხფეხა მეგობრებს, ძვირფასი სისხლის მწევრებს რამეში ზღუდავენ. მსახურები გატანჯულები არიან მათი უკან დევნითა და იატაკების წმენდით.

უინძორებთან სადილზე დაპატიჟებულ ადამიანს ძალიან სწრაფად ჭამა უნდა შეეძლოს. საქმე ისაა, რომ დედოფლის მეუღლეს, პრინც ფილიპს ხარბად ჭამა ახასიათებს. მას თეფშს ძალიან სწრაფად უცვლიან. შესაბამისი სისწრაფით იცვლება სუფრის დანარჩენი წევრების თეფშებიც.

დედოფალ ელიზაბეთს უყვარს, როცა ჯინის ჭიქაში ყინულები ყრია, მაგრამ ვერ იტანს, თუ ის ხმაურობს. ამიტომ, მეუღლემ სპეციალურად მისთვის გამოიგონა ყინულის სამტვრევი, რომელიც ყინულის კუბიკებს ბურთულებად აქცევს.

დედოფალი ელიზაბეთი საკმაოდ ბევრ სადღესასწაულო, მისალოც ბარათს გზავნის. ბიძაშვილ-მამიდაშვილებისთვის განკუთვნილს ის აწერს ლილიბეტი. (ასე ეძახდნენ მას ბავშვობაში) პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილს – „ელიზაბეთ რეგინას”, მეგობრებისთვის ის უბრალოდ „ელიზაბეთს”, ხოლო სულ უცხოებისთვის ფაქსიმილეს იყენებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, დედოფალი ელიზაბეთი ბავშვთა არმიაში მსახურობდა და იქ ავტომობილის შეკეთება ისწავლა. ახლაც კი, თუ დედოფლის ლიმუზინს რამე პრობლემა აქვს, იგი თავად ამოწმებს და ზოგჯერ საკუთარი ხელითაც შეაკეთებს ხოლმე.

სამეფო რეზიდენციაში 350-შტატიანი თანამშრომელია. 250 ადამიანი ხელშეკრულებით ჰყავთ. სასახლის ოთახებისა და დერეფნების დასუფთავების პერსონალი ვალდებულია, უკუსვლით იმოძრაოს, რათა იატაკს მათი ნაფეხურები არ დააჩნდეს. ლაქიები ყველანი ერთი სიმაღლის და სისქის უნდა იყვნენ. მათი ჩაცმულობა მთლიანად, ერთი კომპლექტი უნიფორმა სამი ათასი დოლარი ღირს. ამიტომ, ეკონომიური დედოფალი ცდილობს, უნიფორმები ხშირად არ გამოცვალოს. მათ მსახურებს ასი წლის უნიფორმებიც კი აცვიათ.

არავის მოუვა თავში აზრად, დედოფლის მიღებებზე რეზინიანი ჰალსტუხით წარდგეს. დედოფალი მათ მაშინვე ამჩნევს და იმ სტუმრის საქმე სამუდამოდ წამხდარია. მას ასევე, არ უყვარს ჟილეტები, ყავისფერი კოსტიუმები და ტყავის სპორტული ფეხსაცმელი „მოკასინი.”


скачать dle 11.3