კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მსოფლიოში აღიარებული „ფენდერის“ აკუსტიკური გიტარების დასამზადებლად იყენებენ ხის მასალას, რომელსაც რამდენიმე თვე წყალში ალბობენ, შემდეგ ორი წლის განმავლობაში ჰაერზე ტოვებენ და გიტარას აწყობენ იმით, რაც ამ ტექნოლოგიური პროცედურის შემდეგ დარჩება.

*ცეცხლოვანი მიწის აბორიგენები ნახევრად იფარავენ ტანს და ამ სამოსით სხეულს მხოლოდ იმ მხრიდან იმოსავენ, საიდანაც ქარი უბერავს.

* ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ არ ანდო იუველირს ერთ-ერთი უდიდესი ბრილიანტის კოი-ნურის („სინათლის მთა“) დაწახნაგება და – 1952 წელს, 30 დღის განმავლობაში თვითონ ამუშავებდა, რის შედეგადაც ეს ძვირფასი ქვა 186 კარატიდან 106 კარატამდე შემცირდა.

* გერმანელი მომღერლის მარიტა გიუნტერის ხმის დიაპაზონი 28-დან 4 186 ჰერცამდეა. თუმცა, არც ერთ ოპერაში არ არსებობს არია, რომელიც მას ასეთი მონაცემების გამომჟღავნების საშუალებას მისცემდა.

* 1072 წელს რუანის ეკლესიამ დაადგინა, განედევნათ ეკლესიიდან ქალები, რომლებიც დროზე ადრე ჩათვლიდნენ გზაში მყოფ ქმრებს გარდაცვლილებად.

* პლინიუსის თქმით, საპნისთვის ყველაზე კარგი მასალა თხის ქონი და ხის ნაცარი იყო. თუმცა, თხის ქონს იმდენად საშინელი სუნი აქვს, რომ მამაკაცებიც კი იძულებულები იყვნენ, დაბანის შემდეგ რაიმე სურნელოვანი საშუალებით გაეფანტათ ტანზე დარჩენილი სიმყრალე.

* 1295 წელს პარიზში 150 ათას მცხოვრებზე 26 აბანო იყო, რომლებიც ყოველდღე მუშაობდა. ყველა ოჯახში იყო საბანაო ტაშტი. თუმცა, 100-წლიანი სისუფთავის შემდეგ ჰიგიენამ დაცემა დაიწყო. ეს გამოიწვია ღამის საცვლების შემოღებამ. მანამდე ფრანგები შიშვლები იძინებდნენ და მათთვის დილით ადვილი იყო პირდაპირ ტაშტში ჩახტომა.


скачать dle 11.3