ბრძნული აზრები
ნიუტონი: თუკი მე ვხედავდი სხვებზე შორს, ეს იმიტომ, რომ გიგანტების მხრებზე ვიდექი.
ლაო-ძი: ის, ვინც ხალხს იცნობს – კეთილგონიერია, საკუთარი თავის მცოდნე – განათლებულია, ხალხზე გამარჯვებული – ძლიერია, საკუთარ თავზე გამარჯვებული – უძლიერესია.
სოლომონი: უფრო სასიამოვნოა ბრძენისგან მხილების მოსმენა, ვიდრე სულელისგან ხოტბა.
დიკენსი: ქვეყნად ისეთი გორაკი არ არსებობს, რომ ადამიანმა დაჟინებითი ცდით მას ვერ მიაღწიოს.
კანტი: ადამიანის ღირსება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ავლენს საკუთარ მეს თავის ქცევებში.
დოსტოევსკი: ვინც საკუთარი დანიშნულება არ იცის, ყველაზე ხშირად ის არის მოკლებული ღირსების გრძნობას.
მონტესკიე: უმჯობესია შურით გიყურებდნენ, ვიდრე სიბრალულით.
გოეთე: არის ისეთი მცდარობაც, რომელსაც მაგრად ჩავჭიდებივართ ცხოვრებაში და მის, შემოწმებას ვერ ვბედავთ იმის შიშით, რომ არ დავრწმუნდეთ, თუ რა დიდი ხნის განმავლობაში გვწამდა სიცრუე და ვიცავდით მას.
ვაჟა: საცა სიმართლე ღაღადებს, იქვეა აზრთა ცდომაცა!
გოგებაშვილი: ყოველ შეცდომას მიდრეკილება აქვს განმეორებისკენ.
ლესგაფეტი: გონიერი საკუთარი განსჯით აფასებს, ბრიყვი კი გაგონილს ენდობა.
მონტენი: ადამიანის სულიერი აღელვება მყარი და მუდმივი ჩვეულებებისგან უნდა განვასხვავოთ.
ტოლსტოი: ადამიანები ცოდვებისთვის კი არ ისჯებიან, არამედ თვითონ ცოდვები სჯის მათ და ეს არის სწორედ ყველაზე მძიმე და სამართლიანი სასჯელი.
ბერნე: დიდი ადამიანის მცდარობანი უფრო ყურადსაღებია, ვიდრე უფერული ადამიანის შეუმცდარობა. პირველის შეცდომა გვიჩვენებს სწორ გზას.
დემოკრიტე: ნუ მიისწრაფი იცოდე ყველაფერი, რომ არ გახდე უვიცი ყველაფერში.
სენტ-ეგზიუპერი: თუმცა, ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული არაფერი არსებობს, ჩვენ კი ყოველთვის ისე ვიქცევით, თითქოს არსებობს კიდევ უფრო მეტი ფასეული რამ.
გერცენი: ცხოვრება კერძო კაცისა, რომელმაც თავისი ზღურბლის იქით არაფერი იცის, რაგინდ კარგად მოწყობილი იყოს, მაინც ღარიბია.
შექსპირი: ინტრიგა სუსტების ძალაა, სულელებსაც ყოფნით ჭკუა მავნებლობისთვის.
ლაუბი: ძალადობით აზრს ვერ გააღვიძებ.
ბრაიანი: წარმატება არ მოგძებნის შენ, შენ თვითონ უნდა ეძებო ის.
ვალერიუსი: წესიერება საქმეებში ვლინდება.
არისტოტელე: დაე, ჩემთვის ძვირფასი იყვნენ მეგობრები, მაგრამ მოვალეობა მიბრძანებს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო.
სევრუსი: ყოველთვის, როცა კაცობრიობის მორიგი მხსნელი მოდის, ეს იმით მთავრდება, რომ სიკვდილის პირას მიდის.
ავიცენა: თქვენს ჯანმრთელობაზე იმის მიხედვით იმსჯელეთ, თუ როგორ გიხარიათ გათენება და გაზაფხულის მოსვლა.
მოპასანი: ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი სულელდება, როდესაც უყვარს, ხოლო ყველაზე სულელი ქალიც კი, სიყვარულისგან ბრძენი ხდება.