კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რამდენიმე თვეა, ტანზე გამიჩნდა გამონაყარი. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: მიზეზი შეიძლება, რამდენიმე იყოს: ოფლიანობა, სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ალერგია და ასე შემდეგ. ყოველი დაბანის შემდეგ ტანი გაიწმინდეთ დამატენიანებელი ლოსიონით და დაიყარეთ ტალკი.

კითხვა: როგორ შევინარჩუნო ტუჩის „ბლესკის” ეფექტი ხანგრძლივად?

პასუხი: „ბლესკის” წასმამდე ტუჩები დაიტენიანეთ ბალზამით, შემდეგ წაისვით ტუჩის ფანქარი, რომელიც, სასურველია, „ბლესკის” ფერის იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით „ბლესკი”.

კითხვა: ხშირად მექერცლება ტუჩები, რას მირჩევთ?

პასუხი: უმრავლეს შემთხვევაში, თუ არ ჩავთვლით სიცივეს, ტუჩების სიმშრალე და აქერცვლა გამოწვეულია A და E ვიტამინების ნაკლებობით. ამიტომ, შეეცადეთ, თქვენი კვების რაციონში ჩართოთ მცენარეული ზეთი. გარდა ამისა, სახლიდან გასვლისას და საღამოს, ძილის წინ, აუცილებლად წაისვით მკვებავი ბალზამი ან ჰიგიენური პომადა.

კითხვა: პერიოდულად მიჩნდება ქერტლი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ არ გსურთ ქიმიური საშუალებების გამოყენება, ყოველ მეორე საღამოს, თავის დაბანამდე ორი-სამი საათით ადრე, თმის ძირებში შეიზილეთ ჭინჭრის ნაყენი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ათქვეფილი კვერცხის გულით და გვირილის ნახარშით. რამდენიმე დაბანის შემდეგ ქერტლი აღარ შეგაწუხებთ.

კითხვა: რა მიზნით გამოიყენება გვირილა კოსმეტიკაში?

პასუხი: გვირილას კოსმეტოლოგიაში უამრავი დანიშნულება აქვს:

1) თუ გარუჯვისას კანი აგიჭრელდათ, გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით დილა-საღამოს და სიჭრელე გაქრება.

2) თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, თქვენს მკვებავს შეაზილეთ 2 წვეთი გვირილის ეთერზეთი და წაისვით ძილის წინ.

3) თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, დილა-საღამოს გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით და კანის პრიალი აღარ შეგაწუხებთ. ასევე, გვირილა ავიწროებს ფორებს.

4) თუ კანი ხშირად გიშრებათ, გამოიყენეთ მკვებავი, რომელშიც შედის გვირილის ზეთი.

კითხვა: ვარ 55 წლის. მოგეხსენებათ, ამ ასაკში ყველა ქალს უნდა, თუნდაც ათი წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. როგორ უნდა მოვუარო თავს სახლის პირობებში და რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება?

პასუხი: შეძლებისდაგვარად, მოკლედ მოგახსენებთ. საჭიროა: მინიმუმ 7-8 საათი ძილი; ანტიასაკობრივი კოსმეტიკისა და ვიტამინების კომპლექსური გამოყენება; სამი ელემენტი, რომელსაც შეუძლია, გათქვას ქალის ასაკი: ესაა თმა, კბილები და კანი. ამიტომ, მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება; და, კიდევ – ვარჯიში, წყლის პროცედურები და გეგმაზომიერი კვება. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და მაქსიმალურად შეასრულებთ, ყოველ 3-4 თვეში თქვენს ასაკს თითო წელი მოაკლდება და ჯანმრთელობაც შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ.


скачать dle 11.3