კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რთული, მაგრამ საყვარელი

თქვენ ის მოგწონთ... ერთად თავს კომფორტულად გრძნობთ. თითქოს ყველაფერი აშკარაა. ურთიერთობა ლოგიკური ფინალისკენ მიდის, მაგრამ რაღაც გაბრკოლებთ. მისი ბოლომდე არ გესმით და საბოლოო ნაბიჯის გადადგმის გეშინიათ. ფიქრობთ, რომ უფრო სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ხართ? თუ გეჩვენებათ, რომ ის რთული პიროვნებაა და ცხოვრების თანამგზავრად არ გამოგადგებათ.

ასეთი ეჭვები ძალიან დაგაკომპლექსებთ და შეიძლება, სიყვარულიც დაგაკარგვინოთ. იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში. არ დააჩქაროთ მოვლენები ხელოვნურად და არც მათ განვითარებას შეუშალოთ ხელი. არ ითამაშოთ და არაფერი შეცვალოთ მარტო იმიტომ, რომ „მისი” „სხვა კუთხით” გამოცდა გინდათ. თუ ორივეს გაქვთ განწყობა სერიოზული ურთიერთობისთვის, რისი გეშინიათ?! გათავისუფლდით და აკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ. გეგმის მიხედვით დიდხანს ვერ იმოქმედებთ. მით უმეტეს, თუ შეყვარებული ხართ. უმჯობესია თავიდანვე მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ.

ურთიერთობა რთულდება მაშინ, როცა მას ხელოვნურად გაართულებთ ან ერთ-ერთს მისი დამთავრება უნდა, მაგრამ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს. თქვენ ამას მიხვდებით და იგრძნობთ – ორი ადამიანის ურთიერთობა მაინც გრძნობებს ემყარება. „ის” შეიძლება იყოს რთული, მაგრამ თქვენთვის მაინც – საყვარელი.

არასოდეს გაიხსენოთ წარსული, რომელმაც გული გატკინათ და მით უფრო, არ შეეცადოთ პარალელების გავლებას. „რთული” ადამიანები არ არსებობენ. ყველა ადამიანი ინდივიდია, ინდივიდუალური ხასიათითა და ჩვევებით, მაგრამ სიყვარული ყველა ინდივიდს ერთნაირად სჭირდება. თუკი საკუთარი თავი, მარტოობისთვის არ აქვს გადადებული.


скачать dle 11.3