კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მნიშვნელობა არ აქვს...

რას არ აქვს მნიშვნელობა?! – გარემოებას, რომელშიც ის გაიცანით. დიახ, ის არანაირ გავლენას არ ახდენს ურთიერთობის ხარისხზე ან მის დინამიკაზე. ამიტომაც ამბობენ, რომ გაცნობა ყველგან შეიძლება – ყოველთვის და ნებისმიერ ვითარებაში. შეიძლება, ერთმანეთი მეტროში, ქუჩაში, სადარბაზოში გაიცნოთ, მაგრამ ერთად დიდხანს, ბედნიერად იცხოვროთ. მოგბეზრდათ სიმარტოვე და გინდათ, გვერდით ახლობელი, საყვარელი ადამიანი გყავდეთ?! გამოიყენეთ ყველა საშუალება მის საპოვნელად. ნუ დაელოდებით, სასწაულს. თავისით სასწაულები არ ხდება. ნურც მეგობრებისგან მოითხოვთ, სასწრაფოდ გამოგიძებნონ და გაგაცნონ შესაფერისი კანდიდატურა.

შეკითხვების დასმა სირცხვილი არ არის – ეს ნორმალურია. მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიიღო იმ ადამიანის შესახებ, რომელთანაც დარჩენილ სიცოცხლეს გაატარებ. უნდა იცოდე, მისი შეხედულებების შესახებ, ყველა სფეროში. კითხვების დასმასთან ერთად, აუცილებელია, გასცე ინფორმაცია შენს შესახებ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ის უპირატესობა გაქვს, რომ ინფორმირება მთლიანად შენს ხელშია. იმას იტყვი, რასაც საჭიროდ მიიჩნევ. ანუ, როგორი შთაბეჭდილება შეექმნება პარტნიორს შენზე, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

იყავით სამართლიანი, ეჭვი არ შეიძლება იყოს, ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი. ნებისმიერ ადამიანს მოუნახავ ნაკლს, რომელსაც საბაბად გამოიყენებ, რათა ის არასრულფასოვნად გამოაცხადო. შეაფასე ობიექტურად ყველაფერი, თუკი მართლა გინდა, რომ თქვენი სიახლოვე სერიოზულ ეტაპზე გადავიდეს. შენ უკეთესად იცი, რა გჭირდება. გეუბნებიან, რომ ის ცუდია? – დაამტკიცე, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ნურც გააიდეალებ.

მნიშვნელობა არ აქვს, რაში დაუშვებ შეცდომას. ორივე ვარიანტი ძალიან წამგებიანია, ადამიანები არც იდეალურები არიან და არც მხოლოდ ნაკლით გამორჩეულნი. ერთიც და მეორეც მათში თითქმის თანაბრად არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რა პრიორიტეტები გაქვს და ამ პრიორიტეტების მიხედვით ააგე ურთიერთობა.


скачать dle 11.3