სიმართლე და გამონაგონი...
გეჩვენებათ, რომ ყოველდღიური რუტინა ის არ არის, რაც რეალურად გჭირდებათ და სულ იგონებთ თქვენთვის რომანტიკას?! ფრთხილად იყავით, საკუთარ ილუზიებში არ დაიკარგოთ. რატომ იგონებენ ადამიანები ტყუილს საკუთარ თავზე? – თუ ფსიქოლოგებს ვერწმუნებით, ზღვარგადასული ფანტაზიებით ცხოვრება იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. არ შეიძლება, საკუთარი ცხოვრება უფერულად და უინტერესოდ მიგაჩნდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა მოდელის გარეგნობით არ დაგაჯილდოვათ. ჯერ ვერ იშოვეთ იმდენი ფული, რომ ძვირფასი მანქანა შეიძინოთ, ბრენდების ექსკლუზიურ ნიმუშებში გამოეწყოთ და იშვიათი აქსესუარებით მოიწონოთ თავი. რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ამ ყველაფრის გარეშე არავინ შეგამჩნევთ?! ყველა ადამიანს აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც მას განუმეორებელს ხდის. როცა გამონაგონ ამბებსა და შეთხზულ ისტორიებში „ეფლობით,” დიდი შანსი გაქვთ, ვეღარასოდეს აღიქვათ ჭეშმარიტი რეალობა.
ფანტაზიორობა, საერთო ჯამში, სულაც არ არის ცუდი, მაგრამ სიმართლე და გამონაგონი ერთმანეთში არ უნდა აურიოთ. თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავთ, შედეგად, სწორედ ამას მიიღებთ.
ასე რომ, სანამ ფანტაზიები ცხოვრებაში არც თქვენ გიშლით ხელს და არც თქვენ გარშემო მყოფებს, ყველაფერი რიგზეა.