კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქტუალური...

მოდი, გავარკვიოთ (თუმცა, მაინც არაფერი გამოგვივა) მაინც, რა არის სიყვარული და რა კვალს ტოვებს ის ჩვენს ცხოვრებაზე.

1. სიყვარული, მიუხედავად იმისა, როგორ მთავრდება, ის მაინც პოზიტივის წყაროა. შეიძლება თქვენი პირველი სიყვარული მენდელსონის მარშით არ დასრულდა, მაგრამ მის გახსენებაზე, მკერდში სითბოს მაინც იგრძნობთ.

2. არ დაიჯერებთ, მაგრამ სასიყვარულო თამაში, ანუ ფლირტი, დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ეს ფსიქოლოგიური „შეჯანჯღარებაა”, რომელიც ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ძალიან უწყობს ხელს ნივთიერებათა ცვლას.

3. გინდათ, თქვენი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდეს?! – მაშინ გაისარჯეთ და ნუ იქნებით ერთფეროვანი. თქვენს სიახლოვეს ძალიან შეუწყობს ხელს, ნებისმიერი საერთო საქმიანობა ან ჰობი.

4. მამაკაცის კოცნა საკმაოდ ბევრის მთქმელია. თუ მტკივნეულად გკოცნით და თქვენზე არ ფიქრობს, ის მაჩოა – ეგოისტი და „ბევრისმნახველი,” ნაზად გკოცნით? – ალბათ უყვარხართ. ინიციატივას თქვენ გითმობთ? – ან არ უყვარხართ, ან მეტისმეტად მორცხვია.

5. ჩხუბი სასარგებლოა – ამაზე უკვე იმდენჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ერთმანეთი კი არ უნდა დახოცოთ... ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ურთიერთობის გასაჯანსაღებლად და გასაახლებლად, ჩხუბს არ უნდა მოერიდოთ. მაგრამ, არც მეტისმეტი მოგივიდეთ. შერიგებისკენ პირველი ნაბიჯიც თავისუფლად უნდა გადადგათ, ეს თქვენს ღირსებას არ დააკნინებს.

6. უმჯობესია გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და მთელი ცხოვრება სინანულმა მოგკლას. ტკივილის გარეშე არ არის სიცოცხლე. სიყვარულმა შეიძლება, გატკინოს, მაგრამ უსიყვარულოდ მოკვდები. გადადგი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი და ბედს მიენდე. დანარჩენი მისი საქმეა.

7. მამაკაცების ოცნება სულაც არ არის გრძელფეხება ლამაზმანის გვერდით ყოფნა. კაცი ქალში, უპირველესად, ჭკუას, მახვილგონიერებას, ქალურობას, სინაზეს და სითბოს გაცემის უნარს აფასებს.

P.S. და ერთიც, იოცნებეთ სიყვარულზე, ოცნებები სრულდება!


скачать dle 11.3