კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა არბუტუსის გაზრდა და როგორ მზეს ვერ ეგუება პლატიცერიუმი

რუბრიკის დღევანდელ ნომერში ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, საუბარი გვექნება საკმაოდ ორიგინალურ მცენარეებზე. ორივე ძალიან ეფექტური და მომხიბვლელია და, ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ მათი გაზრდა რთულია. თუ როგორ გავახაროთ არბუტუსი და პლატიცერიუმი და როგორ მოვუაროთ მათ, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა არბუტუსი და რას გვეტყვით მის შესახებ?

– ის ძალიან ლამაზი, მარადმწვანე მცენარეა. აქვს საოცრად მიმზიდველი, გრძელი ფოთლები და პატარა ყვავილები, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევს. მართალია, მისი სამშობლო მალაიზია და ავსტრალიაა, მაგრამ საქართველოშიც მშვენივრად ხარობს და კარგად ეგუება ზღვისპირა ქალაქების სუბტროპიკულ გარემოს.

– ანუ, ჩვენს პირობებში ეს მცენარე იოლად მოსავლელია?

– დიახ, მისი მოვლა მარტივია და საქართველოს პირობებს კარგად ეგუება. ამ ყველაფერთან ერთად, ის ალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს და იოლად ხარობს.

– როგორ გარემოში გვირჩევთ არბუტუსის გაზრდას – ქოთანში თუ გარე კლიმატში?

– საერთოდ, ეს მცენარე ეზოს პირობებში უკეთესად ხარობს, რადგან ფესვთა სისტემა არ აქვს შევიწროებული. თუ ბაღი არ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ, გაზარდოთ ქოთანშიც, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დიდ ქოთანში უნდა ჩარგოთ. მომცრო ზომის ჭურჭელში ის გვიან გაიზრდება.

– რა ზომის იზრდება არბუტუსი?

– თავის სამშობლოში ეს მცენარე 15 მეტრი სიმაღლის იზრდება, საქართველოში, ქოთნის პირობებში, 2 მეტრამდე, ეზოში კი – 6 მეტრ სიმაღლესაც აღწევს.

– იმ შემთხვევაში, თუ არ გვსურს მცენარის სიმაღლეში გაზრდა, შეიძლება თუ არა მისი გასხვლა?

– არბუტუსის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება სწორედ ის არის, რომ ის კარგად იტანს გასხვლასა და ფორმირებას. ასე რომ, თუ თქვენ მისი ფორმის შეცვლას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ გაზაფხულზე გასხლათ.

– რა სიხშირით მოვრწყათ არბუტუსი?

– ზაფხულის სეზონზე მცენარე რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთარში – 10 დღეში ერთხელ. ახლა ტემპერატურა დაბალია, ამიტომ, გირჩევთ, შეამციროთ მორწყვა, ხელით მოსინჯეთ ნიადაგი და მხოლოდ სიმშრალის შემთხვევაში მორწყეთ.

– რომელ სეზონზეა შესაძლებელი ამ მცენარის აყვავება?

– არბუტუსს ივლისში უვითარდება პატარა კოკრები, რომლებშიც ოთხ რიგადაა ჩასმული ულამაზესი ყვავილები. მისი ყვავილობა ერთ თვეს გრძელდება. შემდეგ ეს ყვავილი ბუტკოდ გადაიქცევა, რომლებშიც თესლებია ჩამწკრივებული.

– შესაძლებელია ამ თესლით მისი გამრავლება?

– დიახ, სწორედ ამ თესლით ხდება მცენარის გამრავლება, თუმცა, სპეციალურ ინკუბატორში. სახლის პირობებში შედარებით რთულია არბუტუსის გამრავლება, ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ უკვე გახარებულ მცენარეს შეიძენთ.

– როგორ ტემპერატურას ეგუება არბუტუსი?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ის კარგად იზრდება ეზოს პირობებშიც. ამიტომ, ტემპერატურის მხრივ, ძალიან მომთხოვნი არ არის. უძლებს მინუს 15 გრადუს ყინვას ზამთარში, ზაფხულში კი მაღალ ტემპერატურაზეც მშვენივრად გრძნობს თავს. თუ ბინაში ახარებთ მცენარეს, გირჩევთ, დადგათ აღმოსავლეთის მხარეს და ასე იოლად აიტანს ნებისმიერ ტემპერატურას.

– როგორ ნიადაგში ხარობს ეს მცენარე?

– არბუტუსი არც ამ მხრივაა პრეტენზიული. მისი ნიადაგის შემადგენლობაში ძირითადად უნდა შედიოდეს: ქვიშა, ნაკელი და დამატებითი სასუქები.

– ემუქრება თუ არა მას მწერები?

– დაავადებებიდან მას უჩნდება ნაცარი და ფქვილისებრი ფარიანა, რომლებიც, ძირითადად, ზაფხულის დადგომისას ჩნდება. მათ წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ დეცისი და მიკალი: 10 გრამი გახსენით 5 ლიტრ წყალში და შეასხურეთ როგორც ფოთლის ზედაპირს, ასევე ძირსაც. გაითვალისწინეთ, რომ ყვავილობის პერიოდში შეწამვლა არ შეიძლება.

– როგორც ვიცი, ამ მცენარეს მხოლოდ სილამაზისთვის არ იყენებენ...

– დიახ, აბორიგენები ამ მცენარეს სხვა დანიშნულებისთვისაც იყენებენ: მახეების მოსაწყობად, კალათების დასაწნავად, მისგან, ასევე, ამზადებენ თოკებს. არბუტუსი ძალიან სწრაფად და იოლად იზრდება. ამიტომ, ყველას ვურჩევ, შეიძინოს ეს მცენარე და გაახაროს.

– პრეტენზიული მოსავლელია თუ არა პლატიცერიუმი და სად იზრდება ის ძირითადად?

– პლატიცერიუმი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა და ის „ცხოვრობს“ მაღალ ხეებზე. ამ მცენარის საცხოვრებელი ნიადაგი კი ფუღურო ადგილები ან ხავსიანი ტერიტორიაა. მცენარე პრეტენზიული მოსავლელი არ არის, თან, ძალიან ლამაზია.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გაზრდა ქოთნის პირობებში?

– ის მშვენივრად ხარობს ქოთანში. არის ამტანი და ძლიერი მცენარე და მას იოლად გაახარებთ ოთახის პირობებში. მისი სახეობები ერთმანეთისგან ფოთლის ფერით განსხვავდება, თუმცა, ყველა მათგანი ეფექტური და უპრეტენზიოა.

– რით მრავლდება მცენარე?

– პლატიცერიუმი მრავლდება თესლით, მაგრამ, მას ბინაში უნდა ჰქონდეს შესაბამისი პირობები, რომ თესლი მომწიფდეს. ტყეში მის უამრავ თესლს შეიძლება წააწყდეთ, ბინაში კი მისი მომწიფება შედარებით რთულია.

– სად დავდგათ პლატიცერიუმი და წელიწადის რომელ სეზონზეა შესაძლებელი მისი გადარგვა?

– ამ მცენარეს კარგი განათება უყვარს. ეცადეთ, დადგათ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები მოხვდება. გაითვალისწინეთ, რომ მას უყვარს არაპირდაპირი, არამედ გაფანტული სხივები. რაც შეეხება მის გადარგვას, უმჯობესია, თუ ამას არ გააკეთებთ, რადგან მცენარეს კარგად არ აქვს ჩამოყალიბებული ფესვთა სისტემა და გადარგვის შემთხვევაში შეიძლება, დაზიანდეს.

– რა ტემპერატურა შევუქმნათ პლატიცერიუმს ბინაში და რა სიხშირით მოვრწყათ ის წლის განმავლობაში?

– ზაფხულში მცენარე უნდა იყოს 18 გრადუსზე – ამაზე მაღალ ტემპერატურას ის ვერ ეგუება და იწყებს კვდომას. ზამთრის სეზონზე კი, სასურველია, იყოს 13 გრადუსი. პლატიცერიუმს უყვარს ნესტიანი ადგილი. უმჯობესია, მორწყათ ხოლმე საღამოს, ზაფხულში – უფრო ინტენსიურად, ზამთარში კი შედარებით იშვიათად.

– შესაძლებელია თუ არა პლატიცერიუმის აყვავილება და მავნებლები თუ აწუხებენ მცენარეს ზაფხულობით?

– მავნებლების ნუ შეგეშინდებათ, მას არ ეკარებიან. მცენარე არ ყვავილობს, მაგრამ, მისი ირმის რქის მსგავსი ფოთლები იმდენად ეფექტურია, რომ ის ნებისმიერ მოყვავილე მცენარეს დაჩრდილავს. ამიტომ, გირჩევთ, გაახარეთ პლატიცერიუმი და დატკბით მისი ორიგინალური სილამაზით.


скачать dle 11.3