კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ მოვუარო ეკზაკუმს და იოლად ეგუება თუ არა ის ოთახის პირობებს?

პასუხი: ამ მცენარეს სინათლე არ მოაკლოთ, მაგრამ შუადღის მზეს აუცილებლად მოარიდეთ. მისთვის კარგია ოთახის ტემპერატურა. გამოსაზამთრებლად მინიმუმ 11 გრადუსი მაინც სჭირდება. ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში მიწა ტენიანი უნდა იყოს. ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ეკზაკუმს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, ეკზაკუმიანი ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. ის იოლად ეგუება ოთახის პირობებს ბინაში ამყოფეთ ნათელ ოთახში. შეგიძლიათ, მისი თესლი ადრიან გაზაფხულზე ჩათესოთ და თვითონვე გაახაროთ, მერე კი გადარგოთ, თუმცა, თუ გეძნელებათ, ჯობია ზრდასრული მცენარე შეიძინოთ.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ყოჩივარდა და როგორ მოვრწყა მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

პასუხი: ყოჩივარდა სიგირლის მოყვარული მცენარეა. იმისათვის, რომ მცენარემ დიდხანს იყვავილოს, ამყოფეთ ის 13-18 გრადუს ტემპერატურაზე. მანამ ნუ მორწყავთ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. მორწყვისას ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით და 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი დაწრიტეთ. სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. აყვავილების შემდეგ, თანდათან შეამცირეთ მორწყვა, ფოთლების გაყვითლებამდე. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს მანამ, სანამ მცენარე ზრდას არ დაიწყებს. შემდეგ კი ჩვეულებრივ მორწყეთ.

კითხვა: პრეტენზიულია თუ არა ცისუსი და როგორ გავახარო ის ბინაში?

პასუხი: ცისუსი ყველანაირ პირობას ადვილად ეგუება. სჭირდება სინათლე, ოღონდ, შუადღის მზე არ უნდა ხვდებოდეს, თორემ ფოთლები დაეწვება. გაზარდეთ ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე – 18-24 გრადუსზე, ზამთარში კი მისაღებია მინიმუმ 12 გრადუსი. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ცისუსს მით მეტი წყალი სჭირდება. ამიტომ, გაზაფხულსა და ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ზამთარში კი, თუ ტემპერატურა დაბალია – შედარებით იშვიათად. ზედმეტად წამოზრდილი ყლორტები მოაჭერით ნებისმიერ დროს, მთლიანად გაკრეჭისთვის კი გაზაფხულამდე მოიცადეთ. ზრდის პერიოდში ნიადაგი თვეში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. მისთვის სასურველი ადგილია გრილი ოთახი.


скачать dle 11.3