კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით დამიხასიათეთ ჩიხუახუა. მაინტერესებს მის შესახებ ინფორმაცია, რადგან ამ ჯიშის ლეკვის შეძენა მსურს.

პასუხი: მიუხედავად თავისი მინიატურული აგებულებისა, ჩიხუახუა სხვა ძაღლებისგან გამოირჩევა იდეალური იმუნური სისტემით. ხშირია შემთხვევა, როცა ამ ჯიშის ძაღლები 19 წელიც კი ცოცხლობენ. არის ჩიხუახუას ორი ტიპი: გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ისინი ერთმანეთისგან არა მხოლოდ ამ ნიშნით განსხვავდებიან, არამედ ხასიათითაც. მოკლებეწვიანი ჩიხუახუა გულადი მინიატურაა. ის, ხშირ შემთხვევაში, აგრესიულია სხვა ძაღლების მიმართ. პატარაობიდანვე სჭირდება სერიოზული გაწვრთნა, რომ ადვილად სამართავი გახდეს. რაც შეეხება გრძელბეწვიან ჩიხუახუას, შედარებით ადვილი სამართავია. ის კარგი კომპანიონია, არ ითხოვს პატრონისგან სპორტული ცხოვრების რიტმს და არ სჭირდება დიდი ტერიტორია.

ლეკვის შეძენისას აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს თვალები ზომაზე დიდი. ჩიხუახუას დადებითი თვისებებია: მინიატურული ზომა, საუკეთესო კომპანიონობა, ერთგულება, ხანგრძლივი სიცოცხლე. რაც შეეხება სიმაღლეს, მინდაოში ის 16-22 სანტიმეტრია. წონა – 0,5-3 კილოგრამი (იდეალური წონაა 1-2 კილოგრამი).

კითხვა: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს ყურის ანთება აქვს?

პასუხი: ყურის ანთების დროს ყურის შიგნით კანი გაწითლებულია და აღენიშნება ჩირქოვანი გამონადენი. დაავადებულ ცხოველს ყურის მხარეს თავი დაწეული აქვს, შეხებაზე მტკივნეულია და მკვეთრად რეაგირებს. ასევე, შეიძლება, ცხოველს მოემატოს სხეულის ტემპერატურა, და დაეკარგოს ჭამის მადა. ასე რომ, თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარ ექიმს.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა გამოვლინება აქვს ძაღლში ფილტვების ანთებას?

პასუხი: ფილტვების ანთების დროს ძაღლს ცხვირი აუცილებლად ექნება ცხელი და მშრალი, ასევე, შეამჩნევთ ცხვირის ცემინებას, არ არის გამორიცხული სურდო და გამონადენი. ძაღლი აუცილებლად უხასიათოდ იქნება, შეატყობთ, რომ მოთენთილია და ხალისი არ აქვს პატრონის დანახვაზეც კი. გახსოვდეთ, უმიზეზოდ ძაღლი ცუდ ხასიათზე არასდროს დგება.


скачать dle 11.3