კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუკეთა გიორგი სუხიტაშვილს ყველაზე კარგი საქორწილო საჩუქარი და რატომ არ უნდა უხსენო მის ძაღლს სიტყვა „ბოთლი“

ჯეოსტარელი გიორგი სუხიტაშვილისთვის ყველაზე კარგი საქორწილო საჩუქარი ლაბრადორის ჯიშის ძაღლი აღმოჩნდა. გიორგი მას საკუთარი შვილივით უვლის და, როგორც თავად ამბობს, ბუბუ მისი ანტიდეპრესანტია. როგორ გადააჩვიეს ძაღლი მავნე ჩვევებს და რა უცნაური თვისებები აქვს ბუბუს, ამ თემებზე გიორგი სუხიტაშვილი და მისი მეუღლე – თაკო ბოჭორიშვილი გვესაუბრებიან.

გიორგი სუხიტაშვილი: გაიცანით ჩემი ძაღლი, რომელიც არის პასპორტიანი ბუბუ სუხიტაშვილი, შავი ფერის მამრი. საკმაოდ კარგი ისტორია აქვს მის ჩემამდე მოსვლას: ბუბუს მამა არის დუტასი, სახელად რეი, დედა კი – ცხონებული ზურაბ ჟვანიას ძაღლი. მოკლედ, საკმაოდ კოლორიტული ფიგურა გამოდის ჩემი ბუბუ (იცინის). ის ჩვენამდე მოიყვანა ონისე ონიანმა. მან იცოდა, ლაბრადორი რომ მინდოდა, თან, ახალი დაქორწინებულები ვიყავით და საქორწილო საჩუქარი გაგვიკეთა. დღეების იყო, როცა მოვიყვანეთ და მას შემდეგ ჩვენთან იზრდება. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახი ბუბუსთან ერთად შეიქმნა და ის ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

– განსაკუთრებული თვისებები თუ აქვს, რითიც სხვა ძაღლებისგან გამოირჩევა?

– გამოირჩევა ძალიან კარგი ინტელექტით – საკმაოდ ბევრი სიტყვა იცის. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერი ესმის, ოღონდ, ბოთლი არ უნდა ახსენო, თორემ მთელ სახლს დაანგრევს (იცინის). სიგიჟემდე უყვარს „ნაბეღლავის“ ბოთლი. ბუბუს ყველაზე დიდი მტერი არის თავისი კუდი. სიხარულისგან ისე იქნევს ხოლმე გარშემო ყველაფერს ყრის (იცინის). სათამაშოებსაც ხშირად ვყიდულობ – მართლა არ ვარ ცუდი პატრონი, მაგრამ, ყველაფერს აფუჭებს.

თაკო: ძალიან ნიჭიერი და კომუნიკაბელურია. ყველა უყვარს, ყველაზე გიჟდება. როცა სტუმრები მოდიან, ცდილობს, მათთან ერთად იყოს. ძალიან თბილი ძაღლია. ერთი უცნაური თვისება აქვს: თუ რომელიმე არ ვართ სახლში არ ჭამს, უხასიათოდ არის, ძალიან მოწყენილია. ადრე მე უფრო ვუყვარდი, მაგრამ ახლა, მგონი, ორივეზე ერთნაირად გიჟდება. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, რომ გიორგისი უფრო ეშინია, ვიდრე ჩემი. ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავს ბუბუსთვის.

გიორგი: როცა სხვა ლაბრადორებს ვუყურებ, რაებს აკეთებენ, ის რომ ამან გააკეთოს, შეიძლება, მოვკლა: მაგიდებზე, სკამებზე ადიან, ყველაფერს ანადგურებენ... ჩვენი ბუბუ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ძაღლია.

– ყველაფერი შენ თვითონ ასწავლე? ბუბუს მასწავლებელი ხომ არ ჰყოლია?

– არა, მასწავლებელი ნამდვილად არ ამიყვანია და, საერთოდაც, რა საჭიროა, ძაღლმა განტოლებები გამოიყვანოს? (იცინის). მე რაც მჭირდებოდა, ყველაფერი ვასწავლე. მთავარია, ადამიანს კარგი ნერვები ჰქონდეს და ძაღლის გაწვრთნა ადვილია.

თაკო: დივანი, რომელზეც ახლა ვსხედვართ, ერთადერთი ნივთია, რომელსაც ბუბუ არასდროს ეხება – იცის, რომ არ უნდა ამოვიდეს და თათსაც კი არ ახებს.

გიორგი: მაგალითად, ახლა შემიძლია, ვასწავლო შენი სახელი და ეცოდინება, რომ შენ ხარ ხატია – ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობს.

თაკო: როცა მოვიყვანეთ, ორ-სამ დღეში თითქმის ყველაფერი ვასწავლეთ. ძალიან მეცინება, როცა ამბობენ, ჩემი ძაღლი ექვსი თვისაა და საპირფარეშოს ვერ აგნებსო.

– თქვენ როგორ ასწავლეთ საჭირო ოთახში გასვლა?

– თავიდან როცა მოისაქმებდა შუა ოთახში, გიორგი ეჩხუბებოდა ხოლმე, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ასე ვერაფერს გახდებოდა, ტაქტიკა შეცვალა (იცინის).

გიორგი: ჯერ იმ ადგილას მივცხებდი ხოლმე ერთი-ორს და მერე – საპირფარეშოში (იცინის). ძალიან დიდხანს ვეჩიჩინე, რომ შუა ოთახში არ უნდა ექნა, მაგრამ, ამანაც რომ არ გაჭრა, სულ უკან დავყვებოდი. ოთახში მოისაქმა – ერთი კარგად მოხვდა, გვერდზე ქნა – იქაც მოხვდა, ლოგინის ქვეშ შეძვრა და იქ ქნა – მაშინაც მოხვდა. მოკლედ, სადაც არ მოხვდა, მიხვდა, რომ იქ უნდა მოესაქმებინა ხოლმე (იცინის).

თაკო: თქვენ არ იცით, ჩვენ როგორ გვსჯიდა ხოლმე ბუბუ. თუ რაღაცაზე გაბრაზდებოდა, შემოვიდოდა და შუა ოთახში მოისაქმებდა – იცოდა, რომ ამაზე გავბრაზდებოდით.

– ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძაღლთანაა დაკავშირებული, ეს არის ბეწვის ცვენა. როგორ გაუმკლავდით ამ პრობლემას?

გიორგი: საერთოდ, ლაბრადორებს ბეწვის სცვივათ წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ერთია, რომ ბეწვი სითბოსთვის ემზადება და მეორე – სიცივისთვის.

თაკო: სხვათა შორის, ლაბრადორი ერთადერთია ჯიშიან ძაღლებს შორის, რომელსაც ყველაზე მეტად სცვივა ბეწვი და სახლის პირობებში ძალიან ძნელია მისი მოვლა. ჩვენ ამ პრობლემას მტვერსასრუტით გავუმკლავდით (იცინის).

– „ნაბეღლავის“ ბოთლის გარდა სხვა საყვარელი ნივთი ხომ არ აქვს, რის გარეშეც გაძლება არ შეუძლია.

გიორგი: ეგ სიტყვა ცოტა ჩუმად თქვი, რადგან ბუბუსთვის ძალიან მნიშვნელოვანია (იცინის). როგორც კი ამ სიტყვას გაიგებს, ვეღარ ისვენებს. შეიძლება, გულის შეტევაც კი დაემართოს.

თაკო: როცა ტელეფონი რეკავს და არ ვპასუხობთ, ყველანაირად გვანიშნებს, რომ ვუპასუხოთ, ამ დროს, შეიძლება, ისტერიკაც დაემართოს (იცინის).

– კბილების ამოსვლის პროცესი მტკივნეულად გადაიტანა? წამალს ან რაიმე მალამოს ხომ არ უსვამდით?

– არა, სხვათა შორის. კბილები ისე ამოუვიდა, ვერც კი გავიგეთ.

გიორგი: უბრალოდ, ერთ დღეს, როცა სახლში არ ვიყავით, სკამი ისე დაღეჭა, რომ ამ სკამს ახლაც ამჩნევია.

– სახლში მარტო თავისუფლად ტოვებთ ხოლმე?

– სხვათა შორის, ბევრჯერ დაგვიტოვებია სულ მარტო, ორი-სამი დღით. როდესაც საჭმელს დაუტოვებ, თითქოს ხვდება, რამდენი დღე უნდა ეყოს და იზოგავს, ზედმეტს არასდროს არ ჭამს, თავისი ნორმა იცის.

– მაგიდიდან ხომ არ გპარავთ ხოლმე საჭმელს?

– ძალიან უყვარს კარტოფილი, მწარე წიწაკა...

თაკო: ხახვიც ძალიან უყვარს – მოიპარავს ხოლმე და ჭამს.

გიორგი: მოკლედ, სალათები უყვარს რა (იცინის).

– პირადი ექიმი თუ ჰყავს?

თაკო: კი, ჰყავს თავისი ექიმი. ერთი პერიოდი, ძალიან ცუდად იყო, გადასხმებზეც იწვა საავადმყოფოში. რომელიღაც ხის ნაფოტი შეჭამა და კუჭი გაუღიზიანდა.

გიორგი: მე და თაკო თავზე ვადექით. იცით, რა ძნელია ძაღლისთვის, როცა ცუდად არის? ადამიანისგან განსხვავებით, ვერაფერს ვერ ამბობს. სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან ცუდად იყო.

თაკო: მოკლედ, როგორღაც გადავიტანეთ ბუბუს ცუდად ყოფნა, რაც მთავარია, ახლა კარგადაა.

– რეჟიმს თუ მიაჩვიეთ? როდის ჭამოს, როდის დაიძინოს და ასე შემდეგ.

გიორგი: სანამ ჩვენ არ დავიძინებთ, ესეც არ იძინებს.

თაკო: ძალიან მკაცრ რეჟიმში არ გვყავს, უფრო თავისუფალი გრაფიკი აქვს: როცა უნდა – ჭამს, იძინებს და ასე შემდეგ, მკაცრად არ ვზრდით (იცინის).

– როცა რაღაცას აშავებს, როგორ სჯით ხოლმე და თუ აქვს ამას შედეგი?

გიორგი: მივცხებ ხოლმე კარგად (იცინის).

თაკო: მე ძირითადად ენით ვცდილობ ხოლმე, რომ გავაგებინო (იცინის).

გიორგი: სასეირნოდ მყავდა გაყვანილი, შევცდი და თოკი მოვხსენი. დაინახა ბავშვები და მაშინვე მათკენ გაქანდა. წარმოიდგინეთ, მორბის დიდი შავი ძაღლი, უზარმაზარი პირითა და კბილებით (იცინის). ბავშვებს ბებო ახლდათ, რომელმაც ისინი აიტაცა ხელში. მე ვუყვირი ბუბუს, მაგრამ, არ ჩერდება მირბის. ბოლოს, რა თქმა უნდა, არ უკბინა, იმიტომ რომ, არ იკბინება, მაგრამ, რაც მე იმ ქალმა მწყევლა, არ ვიცი, რამ მიშველა, რომ არ ამიხდა (იცინის), თორემ, აქამდე კი გავფშეკდი ფეხებს (იცინის).

თაკო: ყველას ჰგონია, რომ უკბენს, მაგრამ, არ იკბინება, პირიქით სულ ცდილობს, ყველას მოეფეროს. ძალიან თბილი ძაღლია.

გიორგი: ჯერ მანდილოსანთან არ არის ნამყოფი. უკვე სამი მანდილოსანი „გავუჩითე“ (იცინის).

– რა საკვებს მიირთმევს და დღეში რამდენჯერ?

– ადრე ვაჭმევდი ერთ საკვებს, რომელიც თითქოს ძალიან კარგი იყო, მაგრამ, ჩემი ბუბუს ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი მადაც, ამ ყველაფერთან ერთად კი იზრდებოდა ამ საჭმლის ფასიც. მოკლედ, ეს სამი ფაქტორი ჩემს ცხოვრებაში ერთად იზრდება (იცინის). ახლა ძალიან კარგ საკვებს მივაგენი, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევს და საკმაოდ მოსუქებულიც არის.

– ცალკე დაძინებას როგორ მიაჩვიეთ?

– ჩვენს ოთახში სძინავს, ოღონდ ჩვენს ლოგინში არა. პირველად, რომ მოვიყვანეთ იმ ღამეს ჩავიწვინეთ, მაგრამ, ისე შეჭამა წკმუტუნით ტვინი, რომ ქვემოთ ჩავსვი – საწოლივით ჰქონდა მოწყობილი და იქ ჩავაწვინე.

თაკო: არ არსებობს, სხვა ოთახში დაწვეს. ბუბუმაც იქ უნდა დაიძინოს, სადაც ჩვენ გვძინავს და ამის გადაჩვევა არც გვიცდია.

გიორგი: ახლა გამახსენდა, რომ აქვს საოცარი იუმორი. რაც უნდა გაბრაზებული მოვიდე სახლში, შანსი არ არის, ამან არ გამომიყვანოს მდგომარეობიდან, ანტიდეპრესანტივით არის სახლში (იცინის). ბუბუზე იმდენი რაღაცის თქმა შემიძლია, რომ თემა ამოუწურავია. მე და დუტა რომ ვსხედვართ ხოლმე, ჩვენი სასაუბრო თემა ძაღლებია. შეიძლება, ერთი საათი ვისაუბროთ (იცინის).

– ბუბუს რომ ეფერები, გიორგი ხომ არ ეჭვიანობს?

თაკო: არა, გიორგი არ ეჭვიანობს, იცის, რომელს რა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში (იცინის).

გიორგი: ბუბუ საოცარი ძაღლია, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.


скачать dle 11.3