კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითამაშებს მილა იოვოვიჩის ნაცვლად ნიკა ხომასურიძის „ჯინსების თაობაში” და ჩამოვა თუ არა საქართველოში ლეონარდო დი კაპრიო

ფილმმეიკერი ნიკა ხომასურიძე, როგორც ყოველთვის ახლაც საკმაოდ აქტიურად განაგრძობს ახალ ფილმებსა და პროექტებზე მუშაობას. ის ცოტა ხნის წინ ბერლინის კინოფესტივალზე იმყოფებოდა და იქიდან საკმაოდ ბევრი საინტერესო გეგმით დაბრუნდა.

– შენი ფილმი – „დავიწყებული მეფე” – რა ეტაპზეა?

– უკვე დამთავრებულია, სუბტიტრებს ვაკეთებთ და ახლა კინოთეატრებთან შევათანხმებთ, როდის გავაკეთებთ პრემიერას, სავარაუდოდ – აპრილის ბოლოს. 10 მაისს კანის ფესტივალზე გვექნება ამ ფილმის ჩვენება, რომელიც გაიმართება მოწვეული სტუმრებისთვის, პოტენციური ინვესტორებისთვის, ადგილობრივი თუ ფესტივალზე ჩამოსული დისტრიბუტორებისთვის, აგენტებისთვის. ასევე, ვაპირებთ მოვაწყოთ „დავიწყებული მეფის” წვეულება.

– როგორი იქნება ეს წვეულება?

– სიტუაციური იქნება: ჯერ გაიმართება ფილმის ჩვენება და შემდეგ – ეს წვეულება. უკვე დავჯავშნეთ ვილა აუზით, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაეტევა და ეს ყველაფერი იქ მოხდება. ჩვენი ჯგუფი ემზადება 10 მაისისთვის – გვინდა, რაც შეიძლება კარგად წარვდგეთ კანში და გაგვიცნოს იქაურმა საზოგადოებამ. „ნიკოლოს ფილმის” პირველი ოფიციალური გასვლა იქნება და გვინდა, ბაზარზე პროფესიონალურად წარვდგეთ.

– უკვე მოწვეული გყავთ სტუმრები?

– ჩვენ გვყავს ინვესტორები, რომლებთანაც ბერლინშიც გვქონდა შეხვედრა. ისინი ახლა კანშიც ჩამოდიან ფილმის სანახავად და მომავალი თანამშრომლობისთვის ურთიერთობის გასაფორმებლად. ასევე, იქ არის ამერიკული ფილმის კუთხე, სადაც თავს იყრის ძალიან ბევრი ნაცნობ-ახლობელი ლოს-ანჯელესიდან და მინდა, ისინიც მოვიწვიოთ. ჩვენი ქართული კინოცენტრის დაპატიჟებასაც ვაპირებთ და მათი დახმარებით სხვა კონტაქტებზეც გავალთ. ჩვენ ისეთ თემებზე ვიღებთ ფილმებს, რომ ის საინტერესო იყოს არა მხოლოდ ქართველი, არამედ მსოფლიოს ბაზრისთვისაც. არის ისტორია, რომელსაც მხოლოდ ჩვენ გავიგებთ და არის ისტორიები, რომელსაც ყველა გაიგებს.

– როდის იწყებთ „ჯინსების თაობის” გადაღებას?

– ახლა ადგილებს ვარჩევთ. აეროპორტისა და თვითმფრინავის საკითხი უკვე გადავწყვიტეთ. კონტრაქტს ვაფორმებთ ძალიან ცნობილ მსახიობებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. გადაღებები იქნება 30 მაისიდან 30 ივნისამდე. ნაწილის გადაღება ლოს-ანჯელესში იგეგმება, თუმცა, გადაღებების 80 პროცენტი, საქართველოში მოხდება.

– წინა ინტერვიუდან მახსოვს, გინდოდათ ფილმში ლეონარდო დი კაპრიოსა და მილა იოვოვიჩს ეთამაშათ.

– ის როლი, რომელზეც მინდოდა, ლეონარდოს ეთამაშა, ჯერჯერობით ვაკანტურია, ხოლო იმ როლს, რომელზეც მილას მოვიაზრებდი, უკვე დაკავებულია და მილაზე არანაკლებ ცნობილი და საინტერესო მსახიობი ითამაშებს.

– მაინც ვინ?

– ერთი იქნება საკმაოდ ცნობილი მსახიობი, ტეილორ მეინი, რომელიც „ტროაშიც” თამაშობს – მას გენერლის როლი ექნება. დანარჩენის სახელებსა და გვარებს ცოტა მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ვიტყვი. თან ამ პერიოდში ოფიციალურად გავაფორმებთ კონტრაქტებს, ანგარიშებზე თანხებს გადავურიცხავთ და მათ უკვე საბოლოოდ რომ „ჩავკეტავთ,” პრესკონფერენციასაც მოვაწყობთ. ჰოლივუდის 11 ძალიან ცნობილი მსახიობი ითამაშებს ამ ფილმში. კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს რიცხვი შეიძლება 15-მდე გაიზარდოს, ანუ, ესენი იქნებიან ცნობილი მსახიობები ფილმებიდან და ტელესერიალებიდან, მაგალითად, „ლოსტიდან.”

– როგორ მიმდინარეობდა მათთან მოლაპარაკებების პროცესი? ალბათ, რაღაც პირობების შეცვლაც დაგჭირდებათ.

– როგორ არა. იდეაში რაც გაწყობს, თავიდანვე დათვლილი გაქვს და დისტანციაზე თამაშობ, შესაბამის ჩარჩოებსა და ფარგლებში: შეიძლება, პირობას ცოტა მოუმატო ან დააკლო – ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, მაგრამ, შენმა პროექტმა, მოტივაციამ, პიროვნებამ, პერსპექტიულობამ უნდა დააინტერესოს შენზე მეტად სახელიანი და გავლენიანი მსახიობები, აგენტები. ერთ-ორ წელიწადში ისე ვიქნებით, რომ უარს არავინ გვეტყვის, მაგრამ, ვინც ჩვენ ამ ეტაპზე დავითანხმეთ, ძალიან მაღალი კატეგორიაა და მიხარია.

– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასაწყის ეტაპზე ხართ, როგორ დაითანხმეთ ისინი?

– ჯერჯერობით, არც ერთი დიდი პროექტი არ გვაქვს გაკეთებული, მაგრამ, თუნდაც ის, რომ გამოვა ჩვენი ფილმი – 100 წუთი უწყვეტ კადრად გადაღებული, კარგი სავიზიტო ბარათი იქნება კინოში. ამიტომ, უგზავნი შენს რეზიუმეს: რა გაქვს დამთავრებული, რაში გაქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან გამომდინარე და, ასევე, პროექტის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, ისინი ან გთანხმდებიან, ან – არა. ჩვენს შემთხვევაში, კარგია, რომ გვთანხმდებიან, თანაც, ბუნებრივია, თავიდან იწყება დიდი თანხით და მერე ჩამოდიხარ ორივესთვის მისაღებ თანხაზე.

– რამდენია მაქსიმალური ჰონორარი?

– ჯერ არ ვიცი, იმიტომ, რომ პირველ პოზიციაზე, რომელიც თავში მიტრიალებს, ცოტა ხანში დავიწყებ ფიქრს. ყველაფერი ბიუჯეტიდან გამომდინარეობს. როდესაც დამწყები ფილმმეიკერი ხარ, ისინი მოდიან შეღავათებზე; მერე, ჩვენც რომ გავხდებით ცნობილი, ჩვენც უნდა წავიდეთ შეღავათებზე – ასე მუშაობს მსოფლიო კინოინდუსტრია.

– ამდენი ცნობილი ადამიანის ჩამოყვანა, მათი ფილმში გადაღება, ალბათ, ძალიან ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

– ბევრი სირთულეა ინფრასტრუქტურის მხრივ, რადგან, ეს მსახიობები რომ ჩამოვლენ, ელემენტარულად, გადაღებების დროს გადასაღებ მოედანზე უნდა იყოს ვაგონები, სადაც დაისვენებენ, რაც საქართველოში არ არის. აქედან გამომდინარე, ესეც უნდა ჩამოვიტანოთ.

– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფილმის ბიუჯეტი ნამდვილად არ იქნება მცირე.

– ამ დონის ფილმისთვის მცირებიუჯეტიანი იქნება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნამდვილად არ იქნება მცირე თანხები.

– „ჯინსების თაობის” სცენარში ბევრი რამ შეცვალეთ?

– სცენარში არის ცვლილებები. ამბავს ორი გმირი ყვება – ერთია ციხის თანამშრომელი, რომელიც აღსარებას ამბობს და მეორე – ამ ბიჭების მეგობარი. ეს ჩვენი დამატებული პერსონაჟია. ის ასაკით საკმაოდ პატარა იყო, ციხიდან რომ გამოაპარეს შემდეგ გემით წავიდა ამერიკაში. დათო ტურაშვილს ყველაფერი კარგად აქვს დაწერილი, უბრალოდ, ჩვენ რაღაცეები შევცვალეთ, სცენები გადავაადგილეთ, რისი უფლებაც გვქონდა. ვინც წაიკითხა, ყველას ძალიან მოეწონა. ცნობილი მსახიობებისგან, აგენტებისგან მოგვდის წერილები, რომ ძალიან მოსწონთ – თუ ასე გადაიღებთ, ძალიან კარგი ფილმი გამოვაო.

– ალბათ, ქართველი მსახიობებიც იქნებიან.

– ქასთინგი მიმდინარეობს, კარგი აღმოჩენებიც გაკეთდა. მაგალითად, დავით ბეშიტაიშვილი აღმოვაჩინე – ქართველი გამომძიებელი ინგლისურად ისე ითამაშა, ნამდვილად არ მოველოდი. გიორგი მეგრელიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად მამა თევდორეს როლი, მაგრამ, ამ როლზე ცნობილი უცხოელი მსახიობი მოიაზრება. თუ მას დავითანხმებთ, მაშინ ის ითამაშებს. ვნახოთ.

– ახლახან ბერლინის კინოფესტივალზე იყავით.

– ბერლინში სულ სამი დღე ვიყავი, კინოთეატრის კუთხეში „დავიწყებული მეფის” ტრეილერი ტრიალებდა. ასევე, შევხვდი პოტენციურ ინვესტორებს, რომლებიც, როგორც უკვე გითხარი, კანშიც ჩამოვლენ. ასევე, შევხვდი დიდ რუსულ კინოდისტრიბუციის კომპანიას და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

– სხვა პროექტებზეც მუშაობთ?

– „ქართველი ღირსების მეომრის” გადაღება შემოდგომისთვის გვაქვს დაგეგმილი. ახლა ექვთიმე თაყაიშვილზე ვიწყებ სცენარის გაკეთებას, მაგრამ, ჯერ უნდა გამოვიძიოთ ყველაფერი: მისი ნაშრომები, წერილები, ისტორია... ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო გამოვა.


скачать dle 11.3