კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1941 წელი

7 მარტს, რუსეთის ქალაქ ირკუტსკის ჩრდილოეთ გარეუბანში სამხედრო ტერმინალი აფეთქდა, რომელშიც ტყვია-წამლისა და საწვავის მარაგი ინახებოდა. აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფომ კი 60 მილიონი მანეთის ზარალი მიიღო.

8 მარტს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დისლოცირებული „ესესის” ¹9 სპეცრაზმის ყაზარმაში 21 წლის ანიტა კოხელმანი შეიპარა და 19 მძინარე ჯარისკაცს ყელი გამოსჭრა სამართებლით, შემდეგ კი ხელყუმბარით თავი აიფეთქა, რასაც კიდევ 6 ადამიანი შეეწირა. კოხელმანი ებრაელი ანტიფაშისტი იყო.

60 წლის წინათ – 1951 წელი

7 მარტს ნიუ-იორკში სიკვდილით დასაჯეს 35 წლის კანიბალი ენდრიუ ჯოუნსი, რომელსაც 12 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული. ჯოუნსი პროფესიით ცურვის მწვრთნელი იყო და მსხვერპლს ძირითადად თავისი მოსწავლეებისგან არჩევდა.

10 მარტს, ინდოეთის ქალაქ ბომბეიდან მე-16 კილომეტრზე, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, რომლებიც დისპეტჩერმა შეცდომით ერთ ლიანდაგზე გაუშვა. სარკინიგზო კატასტროფას 210 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300 კი დაშავდა.

11 მარტს, იტალიის ქალაქ მილანის ერთ-ერთ საფეხბურთო სტადიონზე, სადაც სამოყვარულო გუნდების შეხვედრა მიმდინარეობდა, ტრაგედია დატრიალდა: ჩრდილოეთი ტრიბუნა მოულოდნელად ჩაინგრა და ქვეშ ხალხი მოიყოლა, რასაც 61 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

50 წლის წინათ – 1961 წელი

7 მარტს მოსკოვში 39 წლის ანტონ ტროშკინი დახვრიტეს, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა სასტიკად ნაწამები, გაუპატიურებული და მოკლული. ტროშკინი პროფესიით მძღოლი იყო და ახალგაზრდა გოგონებს სიგარეტის ნამწვავებით აწამებდა, აუპატიურებდა და მერე მათ სხეულებს დანით ანაწევრებდა, ბოლოს კი წყალში ყრიდა.

12 მარტს, რუსეთის ქალაქ პერმის ¹16 მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ბუნტი დაიწყო, რის გამოც იქ სამხედროები შეიჭრნენ და პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ შემთხვევას 69 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

13 მარტს, არგენტინაში, ბუენოს-აირესიდან 21-ე კილომეტრზე, მოხდა ავტოკატასტროფა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 85 კი მძიმედ დაშავდა. ავარიის მიზეზი წვიმა იყო, რასაც სველ გზაზე მანქანების მოცურება და შეჯახება მოჰყვა.


скачать dle 11.3