კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თეთრი სახლის საპროტოკოლო სამსახურს ჰომოსექსუალი უხელმძღვანელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ამერიკის ისტორიაში პირველად, საპროტოკოლო საკითხებში მდივნის თანამდებობაზე დანიშნა მამაკაცი – ჯერემი ბერნარდი, რომელიც ამერიკის ფედერაციული რესპუბლიკის სააგენტოს მონაცემებით, ჰომოსექსუალია.

მდივანი საპროტოკოლო საკითხებში დაკავებულია თეთრ სახლში ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციით. თეთრი სახლი – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძირითადი რეზიდენციაა. ბერნარდმა გამოხატა თავისი ღრმა სამადლობელი მისთვის მინიჭებული პატივისთვის.

„მე შეძრული ვარ იმით, რომ შემიძლია, შევუერთდე თეთრი სახლის თანამშრომელთა გუნდს საპროტოკოლო საკითხებში მდივნის თანამდებობაზე და დავეხმარო ამ როლში პრეზიდენტსა და პირველ ლედის. მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც ობამას დროს თეთრი სახლის სავიზიტო ბარათებად იქცა და სიხარულით გავაგრძელებ ამ სამუშაოს უახლოეს წლებში,” – განაცხადა მან.

ტეხასის მკვიდრი ბერნარდი ობამას ძველი მოკავშირეა – მომავალი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიაში იგი იყო ფინანსური კონსულტანტი კალიფორნიის შტატში. უკანასკნელ დროს ბერნარდი სექსუალური უმცირესობების ცნობილი დამცველია, მუშაობდა მრჩევლის პოსტზე ამერიკის საელჩოში საფრანგეთში.

ტრადიციულად, თეთრი სახლის საპროტოკოლო საკითხებში მდივნად მუშაობდნენ ქალები, ასე რომ, ბერნარდი არა მარტო პირველი ჰომოსექსუალია ამ პოსტზე, არამედ პირველი მამაკაციც.

ობამას დროს, ჰომოსექსუალები თავს უკეთ გრძნობენ, ვიდრე სხვა ყველა პრეზიდენტების მმართველობისას. ჯერ კიდევ გასულ წელს დაითვალეს გეებისა და ლესბოსელების რაოდენობა ობამას ადმინისტრაციაში და აღმოჩნდა, რომ ეს რიცხვი ყველაზე დიდია ამერიკის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში: 150 ადამიანი, რომლებიც არ მალავენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას.


скачать dle 11.3