კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი 500 მილიონი პლანეტაა

„ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 50 მილიარდი პლანეტაა, რომელთა შორის, შეიძლება, სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი 500 მილიონი იყოს“ – განაცხადა კონფერენციაზე ამერიკელმა სწავლულმა უილიამ ბორუცკიმ. ბორუცკი იმ ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც კოსმოსურ ტელესკოპ „კეპლერზე“ მუშაობს.

„ეს ტელესკოპი ორბიტაზე 2009 წლის მარტში გაუშვეს და მისი დანიშნულებაა იმ პლანეტების ძებნა, რომლებიც სხვა ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნავდნენ. ის აფიქსირებს ვარსკვლავთა სიკაშკაშის რხევებს, როდესაც პლანეტები მათ დისკოზე გაივლიან. ამგვარად, ტელესკოპის დაკვირვების ზონაში ხვდებიან პლანეტები, რომლებიც გაივლიან დედამიწასა და იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთა ირგვლივაც ეს პლანეტები ბრუნავენ,“ – აზუსტებს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი.”

„კეპლერის” ძირითადი მიზანია, მისცეს წარმოდგენა ასტრონომებს იმის შესახებ, დაახლოებით რამდენი პლანეტა არსებობს ჩვენს გალაქტიკაში, სადაც თეორიულად შეიძლება, არსებობდეს სიცოცხლე.

„კეპლერი” აკვირდება ვარსკვლავური ცის შედარებით მცირე მონაკვეთს – ესაა სექტორი, რომელიც შეადგენს ციური სფეროს 1/400 ნაწილს. ტელესკოპი მიმართულია გედის თანავარსკვლავედზე, სადაც დაახლოებით 150 ათასი ვარსკვლავია.

მოცემული მომენტისთვის ტელესკოპმა აღმოაჩინა 1 235 პლანეტა-კანდიდატი, რომელთა შორის 54 იმყოფება „სიცოცხლის ზონაში”, ესე იგი ისეთ მანძილზე ვარსკვლავიდან, რომელიც საშუალებას აძლევს წყალს, პლანეტის ზედაპირზე დარჩეს თხევად მდგომარეობაში, რაც სიცოცხლის არსებობის ძირითადი პირობაა.

ტელესკოპით მიღებული მონაცემები ექსტრაპოლირდება ვარსკვლავური ცის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც არ ხვდებიან ტელესკოპის დაკვირვების ზონაში. თუ ვარსკვლავთა დაახლოებით 44 პროცენტს გააჩნია პლანეტარული სისტემები, მაშინ მთელ გალაქტიკაზე, სადაც კონსერვატული შეფასებით, 100 მილიარდი ვარსკვლავია, ამ მონაცემების ექსტრაპოლაციის დროს, მიიღება, რომ მასში იმყოფება 50 მილიარდი პლანეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლისთვის ვარგისი ნახევარი მილიარდი პლანეტა იმყოფება მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში, მთლიანად კი, მთელს სამყაროში, 100 მილიარდი გალაქტიკაა.


скачать dle 11.3