კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი მაქსიმალურად ლამაზი 31 წლის ასაკშია

„31 წლის ასაკში ქალი თავისი მიმზიდველობის მწვერვალზე იმყოფება, აქვს ბუნებრივი სილამაზე და თავდაჯერებულია. წლების განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით, აქვს სტილის გრძნობა, რაც სასარგებლოდ გამოარჩევს მას ახალგაზრდა ქალიშვილებისგან,“ – აღნიშნავენ ბრიტანელი მკვლევრები.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 2 000-მა ქალმა და მამაკაცმა. რესპონდენტთა დაახლოებით 70 პროცენტმა თავდაჯერებულობა დაასახელა იმ ძირითად ფაქტორად, რაც ქალს სასურველად აქცევს. 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია გარეგნობა, ხოლო 47 პროცენტმა უპირატესობა მიანიჭა სტილის გრძნობას, რაც, მათი აზრით, აიძულებს, ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ ქალს.

გამოკითხული ქალების თითქმის ორი მესამედი დაეთანხმა მტკიცებას, რომ სილამაზე მოდის ასაკთან ერთად. ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ მოიშორეს მოზარდთა კომპლექსები და თავს უფრო ლამაზებად გრძნობენ. კიდევ 55-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ თანდათან გაარკვიეს, თუ რომელი მაკიაჟი უფრო უხდებათ.

ამავე დროს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თავდაჯერებული ქალების რიცხვი იცვლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მაგალითად, დედაქალაქში მცხოვრები ქალები უფრო თავდაჯერებულები არიან, ვიდრე სხვა ქალაქებში მცხოვრებნი.

გავიხსენოთ, რომ უფრო ადრე სწავლულებმა განსაზღვრეს ასაკი, როდესაც ქალები ბედნიერად გრძნობენ თავს – აღმოჩნდა, რომ 28 წლის ასაკში ქალები შეუდარებლად უფრო თავდაჯერებულები არიან.


скачать dle 11.3