კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბინაში საქურდავად შესული „ატმიჩკა“ და ტკბილი „იავნანით“ დაძინებული ჩვილი

ჩემი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ „დომუშნიკების“ მეფე მერაბ კორძაია (სამწუხაროდ, ის ჩემი მოგვარე იყო), მეტსახელად „ატმიჩკა“, რომელიც გასული საუკუნის სამოცი-სამოცდაათიანი წლების მიჯნაზე მილიციას ნამდვილ კატათაგვობანას ეთამაშებოდა და ისე ვყავდით გამწარებულები, მზად ვიყავით, შუაზე გაგვეგლიჯა.

„დომუშნიკი“ ბინის ქურდს ნიშნავს და კორძაია ამ პროფესიას უმაღლეს დონეზე ფლობდა, მისთვის გაუხსნელი კლიტე არ არსებობდა და სწორედ ამიტომ შეარქვეს „ატმიჩკა“. მერაბი ცარიელი ბინის საკეტს თვალის დახამხამებაში აღებდა, ბინაში შედიოდა, იქაურობას პირწმინდად გაასუფთავებდა და ჩრდილივით ქრებოდა.

ერთხელ ატმიჩკა სრულიად შემთხვევით დავიჭირეთ და მილიციის რაიონული განყოფილების საკანში გამოვამწყვდიეთ, რომ შემდეგ ქალაქის სამმართველოში გადაგვეყვანა და კარგა მაგრად შეგვეჯანჯღარებინა. მაგრამ, კორძაიამ სამოსში დამალული „ატმიჩკის“ მეშვეობით საკანი გააღო, დერეფანში გამოვიდა, შემდეგ უგისოსო ფანჯრის შუშა ამოიღო და გაიქცა... ამ შემთხვევის შემდეგ ატმიჩკას ძებნა გავაათმაგეთ, მისი სურათები კი, ლამის მთელ თბილისში იყო გაკრული.

კორძაიას გაქცევიდან სამი თვე იყო გასული. მე მორიგე ვიყავი, როდესაც, ზუსტად შუადღეს, მილიციაში ვიღაც ქალმა დაგვირეკა და გვთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავით მის მიერ დასახელებულ მისამართზე, რომელიც მილიციიდან, სულ რაღაც 800 მეტრში მდებარეობდა. ჩვენი ოპერჯგუფი თვალის დახამხამებაში მივიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც ის ქალი დაგვხვდა და შეშინებულმა გვითხრა:

– მე ძიძა ვარ და ¹16 ბინაში ჩვილს ვუვლი. ბავშვი დავაძინე და იქვე გასტრონომში ჩავედი რძის საყიდლად. სულ რაღაც ათიოდე წუთში უკან რომ დავბრუნდი, კაცის სიმღერის ხმა შემომესმა, რომელიც ჩვილის ოთახიდან გამოდიოდა. შემეშინდა, მეზობელთან გავედი და თქვენ გამოგიძახეთ. ჩქარა, მოდით და გაარკვიეთ, რა ხდება, ბინიდან არავინ გამოსულა და ის მომღერალი კაცი კვლავ შიგნითაა, – დაასრულა თხრობა ასაკოვანმა ძიძამ და ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა.

მე და ჩემმა კოლეგებმა პისტოლეტები მოვიმარჯვეთ, ფეხაკრეფით შევედით მითითებულ ბინაში და მამაკაცის ტკბილი ტენორი მოგვესმა, რომელიც „იავნანას“ მღეროდა. ჩვენ კიდევ ხუთიოდე ნაბიჯი გადავდგით და გაოცებულები გავშეშდით: ჩვენთან ზურგით ატმიჩკა იდგა, მას ხელში ჩვილი ეკავა და „იავნანით“ აძინებდა, ბავშვს ღრმად რომ ჩაეძინა, მან ის საწოლში ჩააწვინა, მოტრიალდა და ჩვენ ჩაგვივარდა ხელში.

ბინაში საქურდავად შესულმა ატმიჩკამ, თურმე, შემთხვევით ჩვილი გააღვიძა და შემდეგ ის სიმღერით დააძინა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხუთწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ატმიჩკამ „დომუშნიკობას“ თავი დაანება, პატიოსანი ცხოვრება დაიწყო და საბავშვო სიმღერების შესრულებით გაითქვა სახელი...


скачать dle 11.3