– თურმე ერთი სვიტრის მოსაქსოვად სამი ცხვარია საჭირო...
– ვაიმე‚ რა საყვარლები არიან‚ საინტერესოა‚ როგორ ქსოვენ?!
***
– მე ოქროს ქმარი მყავს‚ ოქროს შვილები... დედამთილი გადავადნე და ახლა ოქროს სამაჯური და ბეჭედიც მაქვს...
***
– ასე ადრე სად მიდიხარ?
– სახლში! ძიძა წავიდა და ცოლი მარტოა... შენ?
– სახლში. ცოლი წავიდა და ძიძა მარტოა.
***
– გავიგე‚ ძაღლი გიყიდია...
– ჰო‚ გაწვრთნილია‚ ნარკოტიკებს ეძებს... შეაბამ ფულს‚ ყველა უბანს მოივლის და იშოვის...
***
– წამოხვალ კინოში? ისეთი პორნო გადის...
– არა‚ წუხელ ზურა სულ დეტალებში მომიყვა...
***
– მამი‚ ხვალ 20 ლარი უნდა გამატანო‚ კიდევ გამიტყდა შუშა....
– ვა‚ კაცო‚ სკოლაა თუ ორანჟერეა!
***
ქალი მილიციის განყოფილებაში მივიდა.
– გამაუპატიურეს!
– უკაცრავად‚ რამდენი წლის ბრძანდებით‚ – ეკითხება პოლიციელი.
– ორმოცის...
– დაჯილდოების საკითხზე სხვა დაწესებულებას უნდა მიმართოთ...
***
– სამზარეულოში ონკანი გაფუჭდა...
– ხვალ შევაკეთებ...
– სულ ხვალ და ხვალ... ყველაფერს ხვალისთვის გადადებ ხოლმე!
– მართალია‚ ყველაფერს ხომ ვერ მოვასწრებ‚ ესე იგი‚ ზეგ გავაკეთებ.
***
– ეროტიკულ ფილმში მიღებენ.
– მთავარ როლში?
– არა. მთავარ როლში ქალია‚ მასოვკაში ვარ...
***
– ტაქსისტი შემხვდა? – სუფთა „ასი“: ისე დაძვრებოდა მანქანებს შორის‚ საბარგოების ქვეშ‚ ცხვირწინ გაუქროლებდა ფეხით მოსიარულეებს‚ თუმცა, ნამდვილი შიში მაშინ ვიგრძენი‚ როცა ფულის გადახდის დრო მოვიდა და ჯიბიდან ლუპა ამოიღო‚ მრიცხველზე ციფრები რომ გაერჩია...
***
გამნაღმველი ორჯერ უშვებს შეცდომას: პირველად – როდესაც პროფესიას ირჩევს და მეორედ – როცა ცოლს ირთავს.
***
– ასე რამ ჩაგაფიქრა‚ რომ ვერც კი შემამჩნიე?
– ბიჭო‚ ხელფასი ავიღე და, ასე მგონია‚ ხურდა დამიბრუნეს...
***
– მამი‚ ძალიან უყურადღებო ხარ‚ აბა, სხვების მამები ნახე...
– ჰო‚ მაგაში მართალი ხარ‚ ყურადღებიანი რომ ვყოფილიყავი‚ შენ ნამდვილად არ გაჩნდებოდი.
***
გაურიეთ კბილის პასტაში ცოტაოდენი კოკაინი და თქვენი შვილები კბილებს დღეში ორჯერ‚ სამჯერ... ხუთჯერაც გამოიხეხავენ!
***
მემკვიდრეობითი სიზარმაცეა‚ როცა მემკვიდრის გაკეთებაც კი გეზარება.
***
აღმოაჩინეს ბედნიერი ოჯახის საიდუმლო: ცოლი ბუნებით უნდა იყოს „ტოროლა“‚ ქმარი – „ბუ“, რომ ცოლმა ვერ გაიგოს‚ როდის ბრუნდება ქმარი სახლში‚ ქმარი კი ვერ ხედავდეს‚ როგორია ახალგაღვიძებული ცოლი...
***
– მე პატიოსანი ქალი ვარ და ასე ძვირიც იმიტომ ვღირვარ...
***
ფირმის ხელმძღვანელმა ბუღალტერი კაბინეტში დაიბარა:
– უკვე ათი წელია, ამ ფირმაში მუშაობ და ერთხელაც არ გითხოვია ხელფასის მომატება‚ შენგან წუწუნიც კი არავის გაუგია... რა ბნელ საქმეებს ატრიალებ აქ?!
***
– მინდა გითხრათ‚ რომ თქვენი მოადგილე საშინელ ჭორებს ყვება თქვენზე...
– ეგ არაფერია‚ მთავარია‚ სიმართლე არ თქვას...
***
ორი მამაკაცი მაღაზიის წინ ტრიალებს.
– გინდა‚ დავნაძლევდეთ‚ რომ ამ მაღაზიიდან ნებისმიერ ნივთს გამოვიტან..
– არა მგონია!
– 50 ლარი და...
– მიდი!
ხუთ წუთში ის მაღაზიიდან გამოდის დანა-ჩანგლის ნაკრების ყუთით ხელში.
– აბა‚ როგორაა ნიძლავის საქმე? თუ ფუფლო არა ხარ‚ მომე ფული!
– ფუფლო არა‚ დეტექტივი ვარ‚ შენ კი – ბრალდებული და ახლავე წამოხვალ იქ, სადაც ჯერ არს...
– თქვენ შეცდით, ბრალდებული კი არა, მაღაზიის მფლობელი ვარ.
***
მიხო გრძნობს‚ რომ ვანუას არ უყვარს. გადაწყვიტა‚ გაარკვიოს და ეკითხება, რატომ გძულვარო.
– შენ მაგაი ნუ დარდობ‚ ჯო‚ ხანდახან ჩემი თავიც მეჯავრება!
– ეგ გასაგებია‚ მაგრამ, მე რაღატო‚ კაცო‚ ჰა?
***
ექიმი‚ ხედავს‚ რომ პაციენტი შეშინებულია.
– დამშვიდდი. ეს დაავადება განიკურნება. მე‚ მაგალითად‚ რამდენიმე წლის წინ ზუსტად ეს ავადმყოფობა მქონდა უფრო გართულებული ფორმით და, ხომ ხედავ‚ კენჭივით ვარ!
– კი მაგრამ‚ თქვენ სხვა ექიმი გყავდათ.
***
– რა მაგრად გამოიყურები...
– ყველა ლამაზ გოგოს ასე აქებ?
– არა‚ ლამაზებს სხვა რამეს ვეუბნები...
***
– გუშინ ჩემს პრაქტიკაში პირველად დავუშვი პროფესიული შეცდომა.
– პაციენტი შემოგაკვდა?
– არა‚ პირიქით‚ ორ ვიზიტში განვკურნე... ის კი მილიონერი აღმოჩნდა.
***
– ექიმო‚ მართალია‚ ჯანმრთელობას ვერავითარი ფულით ვერ იყიდიო?
– ვინ გითხრა ეგ სისულელე?
***
თუ შრომა-გასწორების დაწესებულებაში ევრორემონტს გავაკეთებთ‚ მივიღებთ ევროზონას...