კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ტელევიზიით ხშირად მესმის ნაფიც მსაჯულთა შესახებ. ვინ შეიძლება, იყოს ნაფიცი მსაჯული საქართველოში და შეიძლება, მომიწიოს თუ არა ოდესმე ნაფიცი მსაჯულობა?

პასუხი: ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი დამახასიათებელია პრეცედენტული სამართლის ქვეყნებისთვის. ეს ინსტიტუტი საქართველოში მკვიდრდება ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან. ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. რაც შეეხება თქვენს შესაძლო მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ შეყვანილი ხართ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, იცით სისხლის სამართლის პროცესის ენა, შეზღუდული არ გაქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, არ ხართ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიციელი ან გამომძიებელი, ასევე არ ირიცხებით შეიარაღებულ ძალებში და არ ხართ სასულიეორ პირი, არ ხართ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახელდადებული პირი, იურისტი, ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოგიწიოთ ნაფიც მსაჯულად სასამართლოში მონაწილეობა.

კითხვა: რას ნიშნავს პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა?

პასუხი: მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირდაპირ დაკითხვას სასამართლოში აწარმოებს მხარე, რომელმაც დასაკითხი მოწმე გამოიძახა. პირდაპირი დაკითხვის დროს, მისი მხრიდან დაუშვებელია პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმა. ჯვარედინი დაკითხვის დროს, ხდება პირიქით – ჯვარედინ დაკითხვას აწარმოებს მხარე, რომელსაც დასაკითხი მოწმე სასამართლოში არ გამოუძახებია და მის მხრიდან დასაშვებია პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმა.

კითხვა: როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 666-ე მუხლის სახელწოდება არის დაუძლეველი ძალა. როგორია ამ მუხლის შინაარსი და მართლაც არის თუ არა ის დაკავშირებული რაიმე ბნელ ძალასთან?

პასუხი: არავითარ ბნელ ან ბოროტ ძალასთან ეს მუხლი, მისი შინაარსით, დაკავშირებული არ არის. ეს მუხლი არის კოდექსის იმ თავში, რომელიც ეხება ტურისტულ მომსახურებას და ამ მუხლის მიხედვით, დაუძლეველი ძალა გულისხმობს, რომ ზოგჯერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოგზაურობის განხორციელება, შეიძლება შეუძლებელი გახდეს დაუძლეველი ძალის შედეგად. დაუძლეველ ძალაში იგულისხმება ფორსმაჟორული სიტუაციები, მაგალითად, ბუნების დამანგრეველი ზემოქმედება, როგორიცაა: მიწისძვრები, წყალდიდობები, ვულკანის ამოფრქვევა და ასე შემდეგ. ასევე, გაუთვალისწინებელი პოლიტიკური ან ეკონომიკური ცვლილებები იმ ქვეყანაში, სადაც უნდა გაემგზავროს ტურისტი. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა. მაგრამ, აუცილებელია შემდეგი ერთ-ერთი პირობის არსებობა: მოგზაურობა არსებითად უნდა გაძნელდეს, უნდა წარმოიშვას რაიმე რეალური საფრთხე, გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, ტურისტს შეიძლება მიადგეს ზიანი. ასეთ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ტურისტის უკან დაბრუნება, მისი მგზავრობის ხარჯების ნახევრის გადახდა ეკისრება თავად ტურისტს, ნახევარს კი გადაიხდის მოგზაურობის მომწყობი.

კითხვა: ვეწევი სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო ორგანომ დამაკისრა ძირითადი გადასახდის სახით 90 000 ლარის გადახდა და ჩამაბარა საგადასახადო მოთხოვნა. ამასთანავე, გაფრთხილებული ვარ, რომ თუ 45 დღის ვადაში არ შევასრულებ საგადასახადო მოთხოვნას, დადგება ჩემი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და შეიძლება, დამაპატიმრონ. შეუძლებელია, მათ მიერ დასახელებული გადასახადი გადავიხადო. როგორ მოვიქცე, არსებობს რაიმე გამოსავალი?

პასუხი: თუ არ ეთანხმებით საგადასახადო მოთხოვნას, თქვენ შეგიძლიათ, საგადასახადო მოთხოვნა 45 დღის განმავლობაში გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურში. გასაჩივრება, როგორც წესი, აჩერებს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, შემდეგი საფეხურია მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. თუ კვლავ არ იქნა მიღებული თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება, შემდეგი საფეხურია სასამართლო. მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არის შესაძლებელი თქვენ მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების შედეგად, საგადასახადო მოთხოვნა არ იქნა შემცირებული 25 000 ლარამდე. შეგიძლიათ, საგადასახადო ორგანოსთან მოახდინოთ შეთანხმება, რაც ასევე გამორიცხავს თქვენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

კითხვა: ვარ პროფესიით არქიტექტორი. კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ვარ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად. ჩემი წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს. ვფიქრობდი, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათავისუფლებული ვიქნებოდი საშემოსავლო, გადასახადისგან, რადგან როგორც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, იმ ფიზიკურ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, მიენიჭებათ მიკრობიზნესის სტატუსი და 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების მიხედვით, გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადისგან. საგადასახადო ორგანოში მე, როგორც ფიზიკურ პირს, უარი განმიცხადეს მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წლიური შემოსავალი 30 000 ლარს არ აღემატება. გთხოვთ განგვიმარტოთ, რამდენად კანონიერად და რის საფუძველზე მითხრეს უარი მიკრობიზნესის სტატუსის მონიჭებაზე.

პასუხი: 2011 წლის 1 იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს. ეს პირები საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებული არიან საშემოსავლო გადასახადისგან, მაგრამ კოდექსის ეს სიკეთე საკმაოდ შეზღუდულია და მართლაც არ ვრცელდება საქმიანობის ძალიან ბევრი სფეროზე, მათ შორის თქვენზე. კერძოდ, არსებობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის ¹ 415 დადგენილება „მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების შესახებ, რომლებიც არ დაიბეგრება ანდა არ გავრცელდება მათზე საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, განსაზღვრის შესახებ”. აღნიშნული დადგენილებით, განსაზღვრულია აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, არ შეიძლება, ფიზიკური პირისთვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება, მიუხედავად იმისა, აღემატება თუ არა მათი ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 30 000 ლარს. ეს საქმიანობებია:

1. რომელი საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას;

2. რომლიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა, გადააჭარბოს 30 000 ლარს;

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება;

4. სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო, მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა საქმიანობა;

5. სათამაშო ბიზნესი.


скачать dle 11.3