კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი შეყვარებულებმა და რა საჩუქრის გამეორება სურს თბილისში მცხოვრებ 39 წლის ქალს

39 წლის ნინა პავლეს ასული გეგეშიძე (სახელი და გვარი გამოგონილია) ეძებს 42 წლის სანდრო არჩილის ძე არჩვაძეს.

ისტორია: ვეძებ 42 წლის სანდრო არჩილის ძე არჩვაძეს. მე და სანდრომ ერთმანეთი 1998 წელს დავკარგეთ, როდესაც ის სამუშაოდ იტალიაში, ქალაქ მილანში გაემგზავრა. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნაზეც ვფიქრობდით. დამოუკიდებლად მე ის ვერ ვიპოვე და დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ფოტოსურათი ისტორიას არ ახლავს, ქალის სახელი და გვარი კი ფსევდონიმია. სასიყვარულო ისტორია, რომელიც 39 წლის ქალბატონს დღემდე არ ასვენებს, მას გადახდა 1998 წელს, როდესაც მან პირველად გაიცნო სანდრო. იმედი მაქვს, რომ მკითხველი, რომელიც ამოიცნობს ამ ისტორიაში სანდროს, აუცილებლად დაგვიკავშირდება, ხოლო იტალიაში მისი ძებნა უკვე დავიწყეთ, თუკი სანდროც ისურვებს ურთიერთობის გაგრძელებას და ნინასთან დაკავშირებას, ამ ისტორიასაც ექნება თავისი ლოგიკური და ბედნიერი დასასრული.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთი შეყვარებულებმა და რატომ არ არის თქვენ შორის კონტაქტი 1998 წლიდან?

– მე და სანდრომ სრულად შემთხვევით, კაფეში გავიცანით ერთმანეთი. ეს მოხდა 1998 წლის 1 მარტს. გუშინდელი დღესავით მახსოვს, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე სანდრომ. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და, მინდა გითხრათ, ბიჭების მიმართ ძალიან სკეპტიკურად გახლდით განწყობილი, მაინც მივეცი სანდროს ჩემი გაცნობის უფლება. კაფეში დაქალს ველოდებოდი, ის კი მეგობართან ერთად იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და კაფედან უკვე ოთხნი გამოვედით. მე სახლამდე სანდრომ მიმაცილა და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობები. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რომლისაც ბევრს არ სჯერა. მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი ასეთ სიყვარულზე და ნამდვილად არ მეგონა, თუ ის ასე უცნაურად დამთავრდებოდა. ყოველი წლის მარტის თვე ძალიან მტკივნეულად მაგონებს იმ მარტს, რადგან მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით. დაქალები მირჩევენ მის დავიწყებას, რადგან ამდენი წელია მას შემდეგ გასული, რაც სანდრო არ დამკავშირებია, მაგრამ, ამბობენ, ადამიანი იმედით ცოცხლობს და მეც ასე ვარ. რომ მცოდნოდა, სანდროს იტალიაში წასვლა ამხელა ტკივილს მომიტანდა, ნამდვილად არ გავუშვებდი. საქმე ისაა, რომ მილანში წასვლა მან ჩვენ გამო გადაწყვიტა – მას უნდოდა, რომ ჩემი ოცნების ასასრულებლად ფული შეეგროვებინა და ისე დავქორწინებულიყავით, მე ყოველთვის მინდოდა გემზე მოგზაურობა და სანდრო სწორედ ამ ჩემი ოცნების ასახდენად წავიდა საქართველოდან იტალიაში სამუშაოდ.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ მას სხვა ქალი მოეყვანა ცოლად და სწორედ ამ მიზეზით არ გიკავშირდებათ? თქვენი ერთმანეთთან კონტაქტის დაკარგვის შემდეგ ხომ 12 წელია უკვე გასული, ეს კი ძალიან დიდი დროა. რატომ ფიქრობთ, რომ მას დაიბრუნებთ?

– საქმე ისაა, რომ ის ძალიან რომანტიკული და ერთგული ადამიანი იყო ყოველთვის. მე არ დავიკვეხნი, მაგრამ, არა მგონია, ვინმესთვის ისეთი სიურპრიზები გაეკეთებინა შეყვარებულს სარვამარტოდ, როგორსაც სანდრო მიკეთებდა. ჩვენი გაცნობიდან მხოლოდ ერთ კვირაში 1998 წლის 8 მარტს, მან მე გამაოცა: სამსახურიდან დაღლილი და იმედგაცრუებული ვბრუნდებოდი, რადგან სანდრომ იმ დღეს არ დამირეკა, მაგრამ სადარბაზოსთან რომ მივედი, სამი წითელი ვარდი დამხვდა; კიბეებზე რომ ავედი, ისევ სამი ვარდი, კართან კი – ძალიან დიდი თაიგული და სანდროსგან მოწერილი წერილი – შენ ის ადამიანი ხარ, ვისზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდიო. არა მგონია, ასეთი საქციელის ავტორმა იკადროს და არც კი გამაგებინოს, თუ მას სხვა შეუყვარდა. არ მასვენებს იმაზე ფიქრი, რომ, შეიძლება, მას რამე მოსვლოდა.

– მაინც, რა რეაქცია გექნებოდათ, რომ ვთქვათ, ვიპოვოთ სანდრო და, აღმოჩნდეს მას ოჯახი აქვს?

– ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემთვის უმჯობესია, სიმართლე ვიცოდე, ასე მხოლოდ წარსულზე ფიქრი და ცხოვრება აღარ შემიძლია. მალე ისევ 8 მარტი მოდის და ფიქრებიც მომეძალება. თუკი აღმოჩნდება, რომ მას ოჯახი აქვს და მე მას აღარ ვჭირდები, მაინც დიდი მადლობელი დავრჩები მისი, ვინც ჩემს ცხოვრებაში ასეთი ლამაზი სიურპრიზი და მოგონება დატოვა.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3