კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მუშაობენ მილიარდერ დონალდ ტრამპის შვილები და ვინ ითვლება „აზიის აზარტული თამაშების მეფედ“

2011 წლის მსოფლიოს მილიარდერთა ახალი რეიტინგის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, გავლენიანმა ჟურნალმა „ფორბსმა” პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების პოტენციური მემკვიდრეების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის მოხვდნენ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ასევე, სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მომავალში საკუთარ პოზიციებს დაიკავებენ „ფორბსის” რეიტინგებში. ამჯერად კი ისინი მხოლოდ მემკვიდრეების სახელებით სარგებლობენ და სწორედ მათი ვინაობის შესახებ შეიტყობთ „თბილისელების” ამ ნომერში.

დელფინ არნო

ბერნარ არნო (27,5 მილიარდი დოლარი) ფრანგული კონგლომერატის – LVMH-ის პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში „მოეტ ჰენესი ლუი ვიტონის” სახელით არის ცნობილი და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე ის გიგანტი ევროპული კომპანიაა, რომლის შემადგენლობაში შედის ცნობილი ბრენდები: „დომ პერინიონი”, „დონა კარანი”, „ტაგ ჰეუერი” და სხვები. მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა, დელფინ არნომ, დაასრულა სწავლა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და გაიარა სტაჟირება კონსალტინგურ ფირმაში „მაკკინსი ენდ კომპანი”, ბერნარმა იგი საკუთარ კომპანიაში სამუშაოდ მიიწვია. 2000 წლიდან დელფინ არნო, 28 წლის ასაკში გახდა ერთადერთი ქალი LVMH-ის მენეჯმენტში. კომპანიაში დასაქმების შემდეგ დელფინის პერსონით ფრანგული პრესა დაინტერესდა და მას თიკუნიც კი მოუგონა – „მგელი ქაშმირის ლაბადაში”. 2005 წლიდან დელფინი იტალიური ღვინის კომპანია „განსიას” მემკვიდრის – ალესანდრო ვალარინო განსიას მეუღლეა და მათ ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შორის კარლ ლაგერფელდი, საფრანგეთის ექს-პირველი ლედი ბერნადეტ შირაკი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყვნენ.

ენდრიუ, დევიდ და დილან ლორენები

ბრონქსში დაბადებულმა ებრაელმა, რალფ ლივშიცმა, სახელი ჰალსტუხების დიზაინერობით გაითქვა, შემდგომ კი მსოფლიო ბრენდი „რალფ ლორანი” დააარსა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოდური და პოპულარული ტანსაცმლის დიზაინერი, რომლის „პოლო” არანორმალური პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. დიზაინერს სამი შვილი ჰყავს; უფროსი – ენდრიუ, დაბალბიუჯეტიანი და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერია; შუათანა – დევიდი, „პოლოში” პირველ ვიცე-პრეზიდენტად მუშაობს, ხოლო ქალიშვილი – დილანი – ნიუ-იორკში „დილან ქენდი ბარის” სახელით ცნობილი ტკბილეულის ყველაზე დიდი მაღაზიის მფლობელია.

ემა და ჯორჯინა ბლუმბერგები

მაიკლ ბლუმბერგი ქალაქ ნიუ-იორკის მერია და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ქალიშვილები, ემა და ჯორჯინა, მასთან ერთად მუშაობდნენ, როდესაც ბლუმბერგი ახორციელებდა სატელეფონო სისტემა „311-ის“ პროგრამის დანერგვას, რომელმაც ათასამდე ქალაქი ერთი სამციფრა კოდის ქვეშ მოაქცია. გარდა ამისა, მამის დაფინანსებით ჯორჯინა ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოჯირითეა, რომელსაც არაერთი მძიმე ტრავმა გადაუტანია ამ სპორტში: 2002 წელს – ხერხემლის მძიმე მოტეხილობა და 2010 წელს – თავის ტრავმა.

ამანდა ჰერსთი

მედიამაგნატმა უილიამ რენდოლფ ჰერსთმა მეოცე საუკუნეში ამერიკის მთელ ტერიტორიაზე გაზეთების დაარსებით დააგროვა მნიშვნელოვანი კაპიტალი, რაც იზიდავდა ბოროტმოქმედებს და მისი შვილიშვილი, პეტი ჰერსთი, ფულის გამოძალვის მიზნით, რამდენჯერმე გაიტაცეს მემარცხენე ორგანიზაცია „სიმბიონეს გათავისუფლების არმიის” წევრებმა. პეტის და, ანა ჰერსთი, ამერიკული მაღალი წრის საზოგადოების წევრია და, დისგან განსხვავებით, არ მოხვედრილა კრიმინალურ ისტორიებში. ხოლო ანას ქალიშვილი, ამანდა ჰერსთი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, რომელსაც მემკვიდრეობით მილიარდიანი კაპიტალი ერგება წილად. სხვადასხვა დროს ამანდა „რალფ ლორანის” მოდელად მუშაობდა და მისი ფოტოები „კოსმოპოლიტენისა” და „ჰარპერს ბაზარში” მოხვედრილა არაერთხელ.

პერის და ნიკი ჰილტონები

სასტუმროების ქსელი „ჰილტონ ჰოტელსი” 1919 წელს კონრად ჰილტონმა დააარსა. მისი შვილიშვილი, რიკ ჰილტონი, ამჟამად კომპანიის პრეზიდენტია და, გარდა ამისა, იგი სარეალტორო კომპანია „ჰილტონ ენდ ჰაილენდსს” ხელმძღვანელობს. მისი ორი ქალიშვილი, ნიკი და პერისი, მსოფლიო შოუ-ბიზნესში ცნობილი სახეები არიან: ნიკი ტანსაცმლის დიზაინერი და შეთავსებით მოდელია, ხოლო პერისმა სკანდალური ცხოვრებით გაითქვა სახელი: ჩაწერა მუსიკალური ალბომი, ითამაშა სამოყვარულო პორნოფილმში და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი.

პენსი და ჯოსი ჰო

ჰონკონგელი სტენლი ჰო წლების განმავლობაში აზიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ადამიანი და მაკაოს სათამაშო ბიზნესის მონოპოლისტი იყო, რის გამოც მას იცნობდნენ მეტსახელით – „აზარტული თამაშების მეფე.” მისი ქალიშვილი, პენსი ჰო, კომპანია „შუნ ტაკ ჰოლდინგს ლიმიტედის” მმართველი დირექტორია და, ასევე, ფლობს აქციებს აზიის არაერთ წარმატებულ კომპანიაში. მისი და – ჯოსი კი ცნობილი აზიელი მსახიობი და მომღერალია, რომელსაც 40-მდე როლი აქვს შესრულებული მხატვრულ ფილმებში.

ადიტია და ვანიშა მიტალები

ინდოელი მეტალურგიული მაგნატი, ლაკშმი მიტალი, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მისი ორივე შვილი საოჯახო ბიზნესშია ჩართული: ვაჟი, ადიტია მიტალი, „არცელორმიტალის” მთავარი ფინანსური დირექტორია და მისი ორგანიზებით მოხერხდა, 38 მილიარდ დოლარად ევროპული კომპანია „არცელორის” მიერთება „მიტალ სთილთან”. ქალიშვილი – ვანიშა კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია და მისი ქორწინება ლაქშმი მიტალს 2004 წელს 60 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დონალდ უმცროსი, ივანკა და ერიკ ტრამპები

დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მილიარდერია პლანეტაზე, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, თუმცა, ჩვენი ყურადღება მხოლოდ სამზე შეჩერდება, რადგან 17 წლის ტიფანი და 4 წლის ბერონი, ჯერჯერობით პატარები არიან. დონალდ უმცროსი და ერიკი უფროსი ტრამპის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს იკავებენ, ხოლო ივანკა, გარდა იმისა, რომ ცნობილი მოდელია, იგი ასევე მამას ტელეშოუ „კანდიდატის” მომზადებაშიც ეხმარება.

ელისონ სერაფიმი

ფაიეზ სერაფიმი ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელი მილიარდერია, რომელიც უკანასკნელი 50 წელია, ტეხასის შტატში, სუპერმოდელ ლინდა ევანგელისტასგან შეძენილ მამულში ცხოვრობს. მისი ქალიშვილი სხვადასხვა დროს სარესტორნო ქსელს ხელმძღვანელობდა, თამაშობდა კინოში და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით ირთობდა თავს. ელისონის შესრულებული როლებიდან აღნიშვნის ღირსია მისი როლი საბავშვო ზღაპრული ჟანრის ბლოკბასტერში „ნარნიას ქრონიკები”.


скачать dle 11.3