„ლემან ბრაზერსმა“ „ბერკლისთან“ დავაში 11 მილიარდი წააგო
ამერიკის გაკოტრებულმა ბანკმა „ლემან ბრაზერსმა” ბრიტანულ ბანკ „ბერკლისთან” სასამართლო პროცესი წააგო. საუბარია 11 მილიარდდოლარიან სარჩელზე. ბრიტანელებმა ამერიკელებს კომპენსაცია მოსთხოვეს ჩრდილოეთ ამერიკის საბროკერო განყოფილების გამო, რომელიც „ბერკლის” 1,85 მილიარდ დოლარად მიჰყიდეს. 2009 წელს „ლემან ბრაზერსი” აცხადებდა, რომ „ბერკლისთან” გარიგება ისე გაფორმდა, რომ ეს უკანასკნელი 11 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავდა. „ლემან ბრაზერსი” მოგვიანებით სასამართლოს სთხოვდა, გადაესინჯა გარიგება და „ბერკლი” იძულებული გაეხადა, მიღებული შემოსავალი, 11 მილიარდი დოლარი, უკან დაებრუნებინა. მოსამართლეს, რომელიც ნიუ-იორკის გაკოტრების სასამართლოში განიხილავდა აღნიშნულ საქმეს, დაასკვნა, რომ გარიგება არასრულყოფილი, მაგრამ ადეკვატური იყო იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ის შედგა. ბანკმა „ლემან ბრაზერსმა” გაკოტრების შესახებ 2008 წლის 15 სექტემბერს გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცხადი გახდა, რომ ბანკი გადახდისუუნარო გახდა, ხოლო უცხოელი ინვესტორები მასთან გარიგების დადებაზე უარს აცხადებდნენ. სწორედ „ლემან ბრაზერსის” გაკოტრება გამოაცხადეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილ გაკოტრებად და გლობალური საბანკო კრიზისის მაპროვოცირებლად.