2010 წელს ფილმებიდან შემოსავლები 8 პროცენტით გაიზარდა
მსოფლიოში 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, გამოსული ფილმების საერთო შემოსავალი 8 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ „ლოს-ანჯელეს თაიმსი” ამერიკის კინოკომპანიების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. შემოსავლების ყველაზე მეტი ზრდა ლათინური ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში შეინიშნება. ლათინურ ამერიკაში შემოსავალი 25, ხოლო აზიის რეგიონში – 21 პროცენტით გაიზარდა. ფილმებიდან მიღებული შემოსავალი ამ რეგიონებში 10,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩინეთზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ფილმებიდან მიღებული მთელი შემოსავლის 40 პროცენტი მოდის. გარდა ამისა, ჩინეთი უცხოური ფილმების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. 2010 წელს 3 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც კინოთეატრებში დადის და ამ მაჩვენებელმა 223 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკასა და კანადაში კინობილეთების გაყიდვის ოდენობა არ შეცვლილა და ისევ დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარია, მაშინ, როცა საერთაშორისო მოგება 13 პროცენტითაა გაზრდილი. ამერიკასა და კანადაში ბილეთების გაყიდვების ოდენობა 2008 წლის მონაცემებს დაუბრუნდა და თანხობრივად 1,34 მილიარდი დოლარი შეადგინა.