კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107”, 25 წლის. მაინტერესებს, რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ზამთრისა და ზაფხულის წვას შორის არის თუ არა რაიმე სხვაობა?

პასუხი: ასე ერთმნიშვნელოვნად ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე, ვინაიდან აქ ბევრი ფაქტორი მოქმედებს: გააჩნია მართვის რეჟიმს, იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას აუცილებლად გამოიწვევდა. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება დავაწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, ვინაიდან ავტომობილი გვიან აღწევს ტემპერატურის იმ კონდიციას, როდესაც ის მინიმალურ საწვავს მოიხმარს, ანუ, გვიან თბება.

კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატურით? რამდენად უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილია ოჯახისთვის?

პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს, მექანიკურია ის თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში ტურბირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და საკმაოდ გაუმაძღარი იმისთვის, რომ ეკონომია გავწიოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ ოჯახზე ვზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, მაშინ, უმჯობესი იქნება, არატურბირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება, ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.


скачать dle 11.3