ქათმის ხორცი მოტკბო სოუსში
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ქათმის ფილე, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მოზრდილი პომიდორი, 2 ჩაის კოვზი პომიდვრის პასტა, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 1 კონა კამა, 2 ჩაის კოვზი სახამებელი, 1 ჩაის კოვზი პაპრიკა, 3 სუფრის კოვზი წითელი წიწაკა, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, 3 სადილის კოვზი ზეთი, ნახევარი ჩას კოვზი ჯანჯაფილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი კარგად დაბრაწეთ ტაფაზე და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ზეთში ცალკე მოშუშეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი პომიდორი. როცა დარბილდება, ჩაუმატეთ პომიდვრის პასტა, შაქარი, სანელებლები და დაახლოებით 3-4 წუთით შუშეთ. შემდეგ ამ მასაში ჩაყარეთ დაჭრილი ხორცი, დაასხით დაახლოებით 1 ჭიქა წყალში გახსნილი სახამებელი და კარგად ამოურიეთ. როცა მასა შესქელდება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.