სპაგეტი „ყიყლიყო“
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი მაკარონი „სპაგეტი“, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 500 გრამი პომიდვრის კონსერვი, 250 გრამი ისპანახი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 50-100 გრამი მაგარი ყველი, ზეითუნის ზეთი, მარილი, შავი პილპილი.
მომზადების წესი: მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში. ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად. მოშუშეთ ზეითუნის (ან სიმინდის) ზეთში. დაუმატეთ პომიდორი წვენიანად და კარგად ჩაშუშეთ. ისპანახი გათუთქეთ. დაუმატეთ არაჟანი, მარილი და შავი პილპილი. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. მოათავსეთ მასში სპაგეტი ორი პატარა ბუდესავით, ორივე „ბუდეს” გაუთავისუფლეთ შუაგული და ჩაასხით შიგ არაჟნიანი ისპანახი. ფორმა შეავსეთ პომიდვრის სოუსით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. აცხვეთ აირღუმელში 10-20 წუთის განმავლობაში. თუ მარხვაზე ხართ არაჟნის ნაცვლად გამოიყენეთ სამარხვო მაიონეზი და მოამზადეთ ყველის გარეშე.