კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვეზელი სოკოთი და კარტოფილით

საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ფენოვანი ცომი, 600 გრამი ქამა სოკო (დაკონსერვებული), 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 1 თავი ხახვი, ცოტა ზეთი და მარილი.

მომზადების წესი: მოამზადეთ შიგთავსი: ხახვი და სოკო დაჭერით. მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოხრაკეთ. კარტოფილი მოხარშეთ, მოამზადეთ პიურე, დაამატეთ სოკო და ხახვი. უყავით მარილი და აურიეთ. მოამზადეთ ცომი და ოდნავ შეათბეთ ოთახის ტემპერატურაზე, გააბრტყელეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ცომი თვალით გაყავით სამ ტოლ ნაწილად. შუა ნაწილს ხელი არ ახლოთ. აქეთ და იქით დაჭერით დაახლოებით ოთხი სანტიმეტრის სიგანის ზოლებად, ოდნავ ირიბად. შუა ნაწილს წაუსვით შიგთავსი, გადმოუკეცეთ გვერდები და გამოაცხვეთ აირღუმელში. ზემოდან შეგიძლიათ, წაუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. თუ მარხვაზე ხართ, კვერცხის ნაცვლად წაუსვით ზეთი. ცხვება ნახევარ საათში.


скачать dle 11.3