კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეღვით მოპოვებული „ხუთიანი“

სოფლის საშუალო სკოლა დავამთავრე თუ არა, მამაჩემმა თბილისში გამომიშვა სასწავლებლად. ბავშვობიდან არ ვყოფილვარ დიდი ჭკუის კოლოფი. სამედიცინოზე ვერ ჩავაბარე, მაგრამ ახალგაზრდა გოგოს გული არ გამტეხია. ჩემმა ნათესავმა სამეანო კოლეჯში მომაწყო. პირველი კურსი წარმატებით დავამთავრე, მეორე კურსის შუალედში კი სოფელში მომიწია წასვლა – დედაჩემი ავად იყო და სახლს მიხედვა სჭირდებოდა. შესაბამისი ლიტერატურაც წავიღე. სასწავლებელში მოვილაპარაკეთ, რაკი ასეთი ამბავია, ისწავლე და რომ ჩამოხვალ, ჩაგვაბარეო. რაც მთავარია, ფული გადახდილი მქონდა და მათაც გამიგეს. თავიდან ვცდილობდი, საღამოობით მესწავლა, რაც მომინიშნეს, მაგრამ მერე ისე ვიღლებოდი, საწოლამდე მისვლამდე უკვე მეძინა. ექვსი თვის მერე დედაჩემს ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა. მალე სიარულიც დაიწყო და მე თბილისში ჩამოვედი გამოცდების ჩასაბარებლად. დედამ ნათესავთან კაი ნარჩევი ლეღვი გამომატანა. მეორე დღეს უნდა მიმეტანა და ვიფიქრე, სასწავლებლიდან პირდაპირ იქ გავალ-მეთქი. ასე მივედი კოლეჯში ლეღვით სავსე ლამაზი ცელოფნით. რამდენიმე ლექტორმა ხვეწნის გარეშე დამიწერა ნიშანი, თუმცა არ ვიცოდი ის საგნები. ერთიღა მქონდა დარჩენილი, სახელდობრ, ბიოლოგიის გამოცდა. სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა კაცი იყო და ბევრ გოგოს ეჭირა თვალი მასზე, მაგრამ თვითონ არავის აქცევდა სერიოზულ ყურადღებას. საკმაოდ პატიოსანი იყო და ნიშნებს დაუმსახურებლად არ წერდა. თუმცა ერთი-ორი გოგოსგან ისიც კი მქონდა გაგებული, რომ გოგოებთან, რომლებიც უწესო ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ, ინტიმური ურთიერთობა ჰქონია. კაბინეტში საწყალი სახით შევედი. მეგონა, შემიბრალებდა და, როგორც სხვები, ესეც დამიწერდა ნიშანს. მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მითხრა, რაც ჩაგანიშნინე, იციო? თავი ჩავღუნე დამნაშავესავით. აბა, რა ვქნათო? ჩემს ლეღვს მოგცემ-მეთქი, ვუპასუხე მართლაც უცოდინარმა სოფლელმა. რადგან თავში სხვა არაფერი მომივიდა და უცაბედად წამომცდა. მან სათვალეების ქვევიდან გამომხედა, ისე, თითქოს ჩემ შიგნით შეიჭრა მისი თვალები. თუ აცნობიერებთ, რას მთავაზობთო? – მკითხა უკვე მომბალი ხმით. როგორ არა-მეთქი, – მივუგე, თან დავაყოლე, ხელუხლებელია, მხოლოდ ჩემი მეზობელი ბიჭი თუ შეხებია, როცა მარტო ვიყავით-მეთქი. მართლაც ასე იყო, დედაჩემმა ძროხები გადენა და ლეღვი ალეკომ დაკრიფა, აბა, მე ხეზე რას ავიდოდი, თანაც, მამაჩემი ყანაში იყო, ჩვეულებისამებრ. საინტერესოა, ო, რა ხართ ეს ახალგაზრდებიო. არადა, ალბათ, მშობლებსა და ნათესავებს უფრთო ანგელოზები ჰგონიხართო (მე მაშინ რას წარმოვიდგენდი, რას გულისხმობდა, მეგონა, სწავლა არ გინდათ და მშობლებს ატყუებთო, – ამას მეუბნებოდა). თავი არც ამიწევია, ისე ვუთხარი: ხომ იცით ახალგაზრდობა, თქვენც ხომ ყოფილხართ ჩემი ტოლი-მეთქი. კარგი, თანახმა ვარო. ჩათვლის წიგნაკში „5“ ჩამიწერა და მომაწოდა. ეს რომ დავინახე, სიხარულით წამოვხტი, წიგნაკი გამოვართვი და ლეღვით სავსე ცელოფანი მოკრძალებულად დავუდე მაგიდაზე. სათვალე ცხვირიდან ჩამოუვარდა, იმხელაზე დაყვლიპა თვალები. მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგას, გაუგებარი, გაოცებული და არაფრის მთქმელი გამომეტყველება სასაცილოს ხდიდა. მაშინ ვერ მივხვდი საქმის არსს და კარიდან მივაძახე. ისეთი ტკბილი და გემრიელი ლეღვია, ნამდვილად არ ინანებ-მეთქი.

მოამზადა

აკაკი ველთაურმა

скачать dle 11.3