კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემწვარი კარტოფილი „გურმანი“

საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი კარტოფილი, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი პომიდორი, ცოტა უცხო სუნელი, 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი (უსუნო, რაფინირებული), კამა, ნიორი და მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: კარტოფილი დაჭერით მოზრდილ, ან საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილად არა, რომ არ ჩაიშალოს), ხახვი ნახევარწრეებად, სტაფილო კი, ძალიან წვრილ ჩხირებად. პომიდორი გახეხეთ და დაუმატეთ კარტოფილს. ერთ კილოგრამ კარტოფილს დაახლოებით 1 სადილის კოვზი ზეთი სჭირდება. სტაფილო, ხახვი და კარტოფილი მოათავსეთ თასში. მოასხით ცოტა ზეთი, შეაზავეთ მარილითა და უცხო სუნელით (თუ სვანურ მარილს გამოიყენებთ, მარილი საჭირო აღარ არის).

ზემოდან გადააკარით ფოლგა ან სქელი პარკი და შედგით ჰაირღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე. საათ-ნახევრის შემდეგ გამოიღეთ აირღუმლიდან, ფოლგა მოხსენით, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და 1-2 კბილი ნიორი, ისევ ფოლგაში გაახვიეთ და ასე გააჩერეთ 5-10 წუთი, რომ არომატი გაუჯდეს.


скачать dle 11.3