პიკე „ცისფერებში” ჩაეწერა
ჯერაც აქტუალურია მითქმა-მოთქმა „ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკესა და პოპ-მომღერალ შაკირას რომანის შესახებ, პრესაში კი ახალი სკანდალური ცნობა გავრცელდა. ერთ-ერთ ინტერნეტ გეი-საიტზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც პიკე საკმაოდ პიკანტურ პოზაშია ჩახუტებული თავის მეგობართან. ფოტოს რომ „ცისფერი” ელფერი დაჰკრავს, ფაქტია, თანაც, გეი-ფორუმებზე უკვე აქტიურად ლაპარაკობენ ფეხბურთელის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მაისში გადაღებული ფოტო გაიხსენეს, რომელზეც პიკე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად დააფიქსირეს პაპარაცებმა. სურათში ფეხბურთელები შეყვარებულებივით დგანან და თითქოს ეფერებიან ერთმანეთს. ამბობენ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ უყვარს ამ ისტორიის გახსენება და სწორედ ამ სკანდალის გამო გადაცვალა მან „ბარსელონა” „მილანზე”. თუმცა, ერთ-ერთ ესპანელ ჟურნალისტს, კითხვაზე, არის თუ არა ის გეი, იბრაჰიმოვიჩმა უპასუხა: „მოდი ჩემს სახლში, წამოიყვანე შენი და და მე თქვენ გაჩვენებთ, როგორი გეიც ვარ”.