პატოს რჩეული – უმცროსი ბერლუსკონი
იტალიელმა ჟურნალისტებმა „მილანის” ბრაზილიელი შემტევის, 21 წლის ალეშანდრე პატოს ახალი ფლირტის შესახებ შეიტყვეს და უმალ გაარკვიეს, რომ ფეხბურთელს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებს „მილანის” პრეზიდენტის და, ამავდროულად, იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის 26 წლის ქალიშვილთან – ბარბარასთან, რომელიც საფეხბურთო კლუბ „მილანის” მარკეტინგის განყოფილებაში მუშაობს. საინტერესოა, რომ ბარბარა ახლახან დაშორდა თავის „ბოიფრენდს“, ჯორჯო ვალაგუცის, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს, ხოლო პატო, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, თუმცა, უიღბლოდ; მისი ამჟამინდელი ოფიციალური „გერლფრენდი“ კი „მის ბრაზილია 2010” – დებორა ლირია.