პოლონელი ჰომოსექსუალების მოთხოვნა
პოლონელმა ჰომოსექსუალებმა სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს, რომელშიც დახმარებას ითხოვენ, რათა სპეციალურად „ცისფერებისთვის”, სტადიონებზე, სადაც თამაშებია დანიშნული, ცალკე ტრიბუნა გამოიყოს, რათა სექსუალურმა უმცირესობებმა თავი დაცულად იგრძნონ. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ეროვნული ნაკრების მრავალრიცხოვან ფან-კლუბთა შორის, ფეხბურთის გეი-ქომაგთა კავშირი – „ტრიბუნის ცისარტყელები”, ყველაზე ემოციური გულშემატკივრობით გამოირჩევიან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი პოლონეთ-უკრაინაში ჩატარდება, გახსნის მატჩი 8 ივნისს ვარშავაში შედგება, ხოლო ფინალი – 1 ივლისს, კიევში.